სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჭადრაკო ტურნირზე, გუნდურ თამაშში 1-ელი ადგილი დაიკავეს
17-05-2024
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის პედაგოგები როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებაზე, ისე მათი ინტელექტუალური უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ლოგიკური უნარების გასავითარებლად კი ჭადრაკი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, შესაბამისად სკოლაში ჭადრაკის ხარისხიან სწავლებას და წახალისებას სიღრმისეულად დაეუფლონ ერთ-ერთ უძველეს ინტელექტუალურ სამაგიდო თამაშს მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და წარმატებაზე აისახება.

18-19 აპრილს, ახმეტის ბესიკ მამიაურის სახელობის სახელოვნებო სკოლაში გაიმართა აღნიშნული სკოლის პედაგოგის კლარა ძებისაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუნიციპალური ტურნირი ჭადრაკში.

ტურნირში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყვნენ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოწაფეები, რომელთაც ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს. 

გუნდურ თამაშში 1-ელი ადგილი ქვემო ალვნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს. 

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, მერის პირველი მოადგილე ზურაბ ფილაშვილი და კახეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია ქიტესაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება