სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი თუ ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ შეფასებას არ ეთანხმება?! - დეტალები
06-08-2019
-
+


2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. სააპელაციო განაცხადების მიღების შესახებ ინფორმაციას კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სავარაუდოდ დღეს გაავრცელებს. 

რა უნდა მოიმოქმედონ აბიტურიენტებმა თუ ცალკეულ საგამოცდო საგანში მიღებულ შეფასებას არ ეთანხმებიან, ვის უნდა მიმართონ და როგორ შეავსონ საპრეტენზიო განაცხადი?! - აღნიშნულთან დაკავშირებით etaloni.ge დეტალურ ინსტრუქციას გთავაზობთ:

„თუ აბიტურიენტი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია გააპროტესტოს ცალკეულ საგამოცდო საგანში მიღებული შეფასება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში. ამ შემთხვევაში მან უნდა შეავსოს ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან აღსანიშნავია, რომ საპრეტენზიო განაცხადის შევსება აბიტურიენტებს ცენტრის მიერ გამოცხადებულ ვადებში შეეძლებათ, რომელიც www.naec.ge და online.naec.ge ვებ-გვერდებზე განთავსდება.

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით (ერთი საგნისათვის). იმ შემთხვევაში თუ შედეგი შესწორდება, აბიტურიენტებს თანხა უკან უბრუნდებათ.

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დანიშნულებაში საქართველოს მოქალაქე უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელს და პირად ნომერს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც დარეგისტრირდება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელს, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის სერიას და ნომერს (პასპორტის სერიის ყველა სიმბოლო, იქნება ეს ციფრები თუ ასოები, ივსება მიყოლებით, სივრცის დატოვების გარეშე).

აუცილებელია, რომ განაცხადში მითითებული იყოს იმ დავალებების ნომრები, რომელთა შეფასებასაც აბიტურიენტი არ ეთანხმება. გასწორებისას შემოწმდება მთლიანად დავალება და არა დავალების თითოეული კრიტერიუმი (ქვედავალება).

საგნობრივი კომისია გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის დასრულებიდან 20 დღის ვადაში. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, იმ შემთხვევაში, თუ აპელაციის შედეგად შეიცვლება ნამუშევრის შეფასება.

ასევე იხილეთ: 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება