სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალს საპატიო სტუმრები აფასებენ
29-06-2019
-
+


აქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალი დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართა.

ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა. სწორედ მათ შორის გამოვლინდა 2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“.

ფინალს უამრავი საპატიო სტუმარი ესწრებოდა. სწორედ მათ ვთხოვეთ დღევანდელი დღის შეფასება.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია: „აღფრთოვანებული ვარ იმ მიდგომებით, დამოკიდებულებით და ინოვაციური პროექტებით, რომელსაც „ეტალონი“ ახორციელებს. მე ვარ „ეტალონის“ ერთ-ერთი მეგობარი, გულშემატკივარი და მხარდამჭერი. მინდა ვუსურვო ყოველივე საუკეთესო, იმიტომ, რომ ეს არის პროექტი, რომელიც პირდაპირ ორიენტირებულია ჩვენი ახალგაზრდების სწვალა-განათლების პოპულარიზაციაზე და ამიტომაც ვფიქრობ, რომ მას მეტი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ „ეტალონის“ ხვალინდელი დღე იქნება კიდევ უფრო წარმატებული და კიდევ უფრო ბევრ ახალგაზრდას და მოსწავლეს გაახარებს ახალი პროექტებით, რომელსაც ის შემოგვთავზებს“.

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება- მრეწველების“ თავმჯდომარე, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე: „თანამედროვე ქართველ ახალგაზრდობას სჭირდება იმ დასავლურ ღირებულებებთან დაახლოება, რომლისკენაც მივისწრაფვით. ცნობიერებაში, გონიერებაში უნდა მომწიფდეს ადამიანი დასავლური აზროვნებისათვის და იმ ცხოვრების წესისთვის. ამგვარი პროექტები ხელს ძალიან უწყობს, იმიტომ რომ ხდება ადამიანის განვითარება. კონკურსზე კითხვები არის როგორც ზოგადსაკაცობრიოც და ეროვნულიც. ე.ი. ცნობიერება უნდა ჰქონდეს ქართული, ამასთანავე, ევროპულიც. მიმაჩნია, რომ გოჩა ტყეშელაშვილის პროექტი არის ერთ-ერთ საუკეთესო პროექტი ამ გზაზე“.

მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა გულორდავა: „უმნიშვნელოვანესი დღეა და უმნიშვნელოვანესი პროექტია „ეტალონი“, იმიტომ რომ ნამდვილად ქართულია. ბავშვებს აძლევს ცოდნას, გამოცდილებას და ასევე უვითარებს სხვადასხვა საჭირო უნარს, ასევე ზრდის ჭეშმარიტ ქართველ ახალგაზრდებად. ქართული, ჭეშმარიტი საქმეა. მადლობა ბატონ გოჩას და მთელს გუნდს. ბედნიერი ვარ, რომ ვარ წევრი ამ ოჯახის, რასაც „ეტალონი“ ჰქვია“.

პოეტი ტარიელ ხერხელაური: „ეტალონს“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „ეტალონის“ მნიშვნელობაზე მაშინ გამახვილდა ყურადღება, როცა პატრიარქმა კურთხევა მისცა. ბავშვები ერთმანეთის სიყვარულს სწავლობენ. ეს არის ახალგაზრდების მაჯის ცემა. ეს დღე ჩემთვის ბედნიერია, იმიტომ რომ ვიცი ვის უნდა ჩაბარდეს ეს ქვეყანა. ახალგაზრდა თაობას უნდა ჩაბარდეს. ძალიან ხშირად მიწევს „ეტალონის“ ღონისძიებებზე დასწრება და ყოველთვის ბედნიერი მივდივარ. ვხედავ როგორ იცვლება ბავშვების ცოდნასთან დამოკიდებულება. ცოდნის გარეშე ქვეყნის მომავალი წარმოუდგენელია“.

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური: „ეტალონი“ მოტივაციას აძლევს ახალგაზრდობას უფრო მეტად განათლებულები, მოტივირებულები და მობილიზებულები იყვნენ. ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს და უფრო მეტად უნდა იყოს მხარდაჭერილი სახელმწიფოსგან. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ახალგაზრდების სწორი მიმართულებით განვითარებას“.

წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია: „თითოეულ მონაწილეს ვულოცავ დღევანდელ დღეს, რამეთუ ისინი წარმოადგენენ თავიანთი სკოლის რჩეულებს. აქ გამარჯვებული და დამარცხებული არ არსებობს, რადგან ისინი უკვე რჩეულები არიან სკოლის, რაიონის და მათი კლასის. ამისთვის„ეტალონის“ ორგანიზატორებს ბატონი გოჩას ხელმძღვანელობით უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო, რამეთუ ძალიან საშვილიშვილო და კარგ საქმეს აკეთებენ. მიუხედავად „ეტალონის“ ასაკისა, არ გაუფერულებულა დღემდე - ძალიან დიდი მოტივაციით და დიდი ენთუზიაზმით ელოდება თითოეული მოსწავლე „ეტალონში“ მონაწილეობას. „ეტალონი“ ზრდის ლიდერებს. მთელმა საქართველომ თქვა და აღიარა, რომ ეს პროექტი მეტად მნიშვნელოვანი და საჭიროა მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის, რამეთუ ეროვნული სულისკვეთების არის. აუცილებელია საგანმანათლებლო სივრცისთვის, რომ „ეტალონი“ დაუბრუნდეს სატელევიზიო სივრცეს“.


კომენტარები


სკოლები
მეცხრეკლასელებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს
სკოლის აღსაზრდელებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს და პედაგოგს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს
სიახლეები
ცენტრის ცნობით, ტესტების პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება
რაც შეეხება საკითხებს, მათი თქმით, თითქმის ყველა კითხვა საპროგრამო ჰაგიოგრაფიული ტექსტიდან იყო
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი
ტესტების პასუხები და შეფასების სქემები გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად
საინტერესო
ამის გასარკვევად ფოტოგრაფმა ჰანა ვაიტეიკერმა მსოფლიოში იმოგზაურა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა თუ როგორ საუზმობენ ბავშვები პლანეტის სხვადასხვა ნაწილში
ვის თუ არა მამას, ასეთ ძლიერსა და ყოვლისშემძლეს, შეუძლია იყოს სამაგალითო და ბავშვი სასარგებლო ჩვევებს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიაჩვიოს?
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაც უფრო მეტი წიგნი იქნება 16 წლის მოზარდის გარშემო, მით უფრო მაღალი იქნება მისი წიგნიერების დონე
როგორ გავაგრილოთ ბავშვები უსაფრთხოდ? ამ კითხვაზე „ეტალონს“ ექიმმა-პედიატრმა ქეთევან გოგბერაშვილმა უპასუხა
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება