სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის უნდა ავშალოთ ნაძვის ხე და რა კავშირი აქვს მას ნათლისღებასთან
14-01-2026
-
+


​როდის უნდა ავშალოთ ნაძვის ხე? - ეს კითხვა საზოგადოებაში ყოველ ნაახალწლევს აქტუალურია; ზოგი ამბობს  ნაძვისხე ნათლისღებას არ უნდა შეხვდესო და გამოთქმაც კი არსებობს: „ნაძვის ხემ თქვა: ბარბარობას დამასწარით და ნათლისღებას გამასწარითო“...

თუმცა, როგორც სასულიერო პირები ამბობენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ხალხში გავრცელებული ცრურწმენაა და არაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ ტრადიციებთან. შესაბამისად, ნაძვის ხის დადგმაც და აღებაც მაშინ შეგიძლიათ, როცა მოისურვებთ.

ეზოთერიკოსები კი განმარტავენ, რომ უმჯობესია, ნაძვის ხე დღესასწაულების შემდეგ, დაახლოებით 19 იანვარს – უფლის ნათლისღების დღესასწაულზე აიღოთ.

თუ ნაძვის ხეს ძველით ახალი წლის წინ, ამან შესაძლოა  გაგიფუჭოთ იღბალი და დაბლოკოს დეკორაციებით, განათებებით და თავად სადღესასწაულო ატმოსფეროთი დამუხტული დადებითი ენერგიის ნაკადი.

ნაძვის ხე ზრდისა და კეთილდღეობის სიმბოლოა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მას თავისი ციკლი „გაატაროთ“. ითვლება, რომ ახალი წლის ტრადიციული ხე თავის „სიცოცხლეს“ 19 იანვრისთვის ასრულებს, რაც ახალი წლის შემომავალი ენერგიის კონსოლიდაციას უწყობს ხელს. იღბლისა და დადებითი ენერგიის მაქსიმალური დაცვისთვის, სპეციალისტი გვირჩევს, ნაძვის ხე 19-დან 25 იანვრამდე პერიოდში ავიღოთ, როდესაც ბუნებრივი ციკლები სრულდება და ენერგია თავის ბუნებრივ დინებას უბრუნდება, ახალი წლის მაგიაში ჩარევის გარეშე.

ასტროლოგიური თვალსაზრისით, ნაძვის ხის დაშლა შეიძლება სიმბოლურად იყოს დაკავშირებული მთვარის ციკლებთან და ენერგიების განახლებასთან.

ასტროლოგები ხშირად გვირჩევენ ნაძვის ხის დაშლას კლებადი მთვარის ფაზაში, რაც ხელს უწყობს ძველი ენერგიების განთავისუფლებასა და სივრცის განწმენდას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება