სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სქემები და ეტაპები, რომლებიც პედაგოგებმა პროექტებით სწავლებისას უნდა გაითვალისწინონ
19-01-2026
-
+


პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინტერაქტიული მეთოდია, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები კვლევით და შემოქმედებით უნარ-ჩვევებს ივითარებენ. ამას გარდა, მოზარდებს ეძლევათ საკომუნიკაციო უნარების დახვეწის შესაძლებლობაც.

გაითვალისწინეთ: მასწავლებელი ამ მოდელში არა ექსპერტის, არამედ – ფასილიტატორის საქმეს ასრულებს. ის  არის იმ გარემოს შემოქმედი, სადაც მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, იყვნენ დამოუკიდებლები, მკვლევარები, გადაწყვეტილების მიმღებნი და გარკვეულწილად, მასწავლებლის თანამშრომლები.

etaloni.ge გთავაზობთ პროექტის შედგენის მარტივ ინსტრუქციას, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა.

სასწავლო პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

ინფორმაციის შეგროვება: მოსწავლეები განსაზღვრული საკითხის გარშემო სხვადასხვა წყაროებიდან მოიძიებენ ინფორმაციას. 

დაგეგმვა: დაგეგმვის ფაზაში, უპირველეს ყოვლისა, პროექტის იდეის, კონცეფციის განვითარება მოიაზრება – რა კეთდება და რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი შედეგი. 

გადაწყვეტილების მიღება - ზოგადი მონახაზის შემუშავების შემდეგ, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფები / ინდივიდები ინაწილებენ ამოცანებს და ქმნიან შესაბამის ფუნქციურ სქემას.

მონიტორინგი - პროექტის მონიტორინგის პროცესში შეიძლება ჩართული იყოს მასწავლებელიც.

შეფასება ნებისმიერი საგანმანათლებლო აქტივობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ამ ეტაპზე შესაძლებელი ხდება პროექტის პროცესისა და შედეგების რეფლექსია – ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერ ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

ორ ან მეტ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების საყურადღებოდ - ცვლილება კარიერული წინსვლის სქემაში 

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში გამორჩეულად მოემზადნენ

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება