სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დირექტორებმა პედაგოგთა შეფასება 31 იანვრამდე უნდა ასახონ ბაზაში და წარუდგინონ მასწავლებლის სახლს 
14-01-2026
-
+


მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამის ფარგლებში აკადემიური და პედაგოგიური პრაქტიკის კურსების შეფასების შედეგების ცენტრისთვის წარდგენის ვადები ცნობილია - სკოლამ, მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასების შედეგები „ესქულის“ ბაზაში უნდა ასახოს 13-დან 31 იანვრამდე; ამავე პერიოდში წერილობით უნდა მიმართოს მასწავლებლის სახლს.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით, ვალდებულია, შეასრულოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ძირითადი პირობა:

ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) აუსახოს დადებითი/უარყოფითი შეფასება;

ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) აუსახოს მასწავლებლობის მაძიებლობის კურსის დადებითი/უარყოფითი შეფასება;

მოამზადოს წერილი ცენტრის დირექტორის სახელზე და წერილობითი ფორმით აცნობოს ცენტრს მასწავლებლობის მაძიებლის პედაგოგიური პრაქტიკის კურსის შეფასების შესახებ.

აღნიშნული ქმედებები უნდა განხორციელდეს ცენტრის დირექტორის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში“, - აღნიშნულია ოფიციალურ დოკუმენტში.

ინფორმაციისთვის: აღნიშნული დოკუმენტი ეხება მასწავლებლობის მაძიებლებს, რომელთაც წარმატებით დაძლიეს პროგრამის სამი ძირითადი კომპონენტი:

აკადემიური კურსი, პედაგოგიური პრაქტიკის კურსი და დადასტურებული აქვთ საგნის კომპეტენცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება