| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, პედაგოგიური ინსტიტუტის გაუქმება ძალიან დიდი შეცდომა იყო. როგორ ბატიაშვილმა აღნიშნა, პედაგოგიური ინსტიტუტის დაბრუნება იგეგმება.
მინისტრმა ამის შესახებ თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ზოგადი განათლების რეფორმის შესახებ ისაუბრა.
„პედაგოგიური ინსტიტუტის გაუქმება იყო ძალიან დიდი შეცდომა. ფაქტობრივად, ის თაობები, რომელიც ამ პერიოდში უნდა გაჩენილიყო, ამ ინსტიტუტის გაუქმებით ჩვენ გავაჩერეთ. ეს დაახლოებით იმას ჰგავს წყლის ონკანი რომ გადავკეტოთ და მერე ვიწუწუნოთ, წყალი რატომ არ მოდისო. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ პედაგოგიური ინსტიტუტი. შესაძლოა მას განახლება და სახეცვლილება სჭირდებოდა მაგრამ სრულიად არ უნდა დახურულიყო. წელს ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ არსებობდეს ასეთი ინსტიტუტი თუ დამოუკიდებლად არა, ისე მაინც რომ გაჩნდეს“,- განაცხადა მინისტრმა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან
„მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ხმა მნიშვნელოვანია“...
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ