მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს თბილისის N62 საჯარო სკოლის VIII/3 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლიზი ნიჟარაძესთან ერთად პროექტი: „გაიცანი, იგრძენი, შეიყვარე“ განახორციელეს.
მათ საკუთარი იდეებითა და საშუალებებით შექმნეს ბუკლეტები, მოაწყვეს აქცია აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით შარტავას, პეკინის ქუჩებსა და სუპერმარკეტში შეხვდნენ მოსახლეობას და მოუწოდეს მათ „სამყარო ერთიანია, გა-1-იანდით“.
„ჩემი მეგობარი აუტიზმით გამორჩეულია და მისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ. თუნდაც იმას, რომ უსიტყვოდ, უბრალოდ, ლოყაზე ჩქმეტითა და თვალებში ჩახედვით შეგვიძლია ვაჩუქოთ სიყვარული და სითბო ერთმანეთს. ისწავლეთ მარიამისგან, გაიცანით აუტიზმით გამორჩეულნი და შეიყვარეთ ისინი“ - აღნიშნა მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ ნადირაშვილმა.
იხილეთ ფოტოები
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
„სასწავლო წლის ბოლოს ისევ და ისევ მოსწავლეები იცინიან“
„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს
„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“
ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მშობლიურ ენაზე სწავლა უფასოა