სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილებებია
05-01-2019
-
+


განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, პირველკლასელთა რეგისტრაცია ოთხ ეტაპად განხორციელდება. 

აღნიშნული ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესში“ შევიდა.

ცვლილების მიხედვით, პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში უპირატესობა მიენიჭათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებს ანუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხად რეგისტრაციას პირველ რიგში სწორედ სსსმ მოსწავლეები გაივლიან.

რეგისტრაცია შემდეგი თანამიმდევრობით განხორციელდება:

ა) პირველ ეტაპზე – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის;

ბ) მეორე ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ საჯარო სკოლაში, რომელთა მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია, რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;

გ) მესამე ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრეს (საყოველთაო რეგისტრაცია);

დ) მეოთხე ეტაპზე – ამ პუნქტის „ა“-„გ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების საჯარო სკოლაში წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ ან თავისუფალ ადგილებზე.

„ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ  შემთხვევებში, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, რეგისტრაციის გაუქმებას უზრუნველყოფს ის საჯარო სკოლა, სადაც მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს სურს, რომ ჩაირიცხოს მოსწავლე. ხოლო „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგისტრაციას ახორციელებს პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

რა დოკუმენტებია საჭირო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და როგორ გადანაწილდება კლასში სსსმ მოსწავლეების რაოდენობა?! - სსსმ მოსწავლეებისთვის გათვალისწინებულ ვადაში რეგისტრაციის შემთხვევაში, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უთითებს პირის სავარაუდო სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებაზე და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის შეფასების მოთხოვნის მიზნით, ავსებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მიმართვის ფორმას, რომელსაც დაურთავს შესაბამის დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას, სექტორების მიხედვით, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამისი საჯარო სკოლა, რომელიც ვალდებულია თითოეულ პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის არაუმეტეს 10% განსაზღვროს სსსმ მოსწავლეებისათვის. რიცხოვნობის განსაზღვრისას, დამრგვალება ხორციელდება სსსმ მოსწავლეთა სასარგებლოდ. რიცხოვნობის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება ინტეგრირებულ კლასში ჩასარიცხი ბავშვების რაოდენობა.

ამასთან, იმ საჯარო სკოლებისთვის, რომლებშიც ფუნქციონირებს/გაიხსნება ინტეგრირებული კლასი ან კლასები, გათვალისწინებული 10%-ის გარდა, უნდა ჩაირიცხოს არაუმეტეს 8 სსსმ მოსწავლე.

საჯარო სკოლა ვალდებულია, სექტორების შესაბამისად, პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა (მათ შორის, სსსმ მოსწავლეთა) რიცხოვნობის შესახებ მონაცემები ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.

მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობა, ასევე პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზით, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეუფასებლობა, არის სკოლის მიერ პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლე უნდა დარეგისტრირდეს „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვადაში. აღნიშნული მიზეზის გამო სსსმ მოსწავლეს რეგისტრაციიდან სკოლა ხსნის. ამასთან, სკოლა ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.

რაც შეეხება, სსსმ მოსწავლეების რეგისტრაციის გამოცხადების, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და დასკვნის მომზადების ვადებს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება