სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ საუკეთესო პროექტია“ - ლაგოდეხში 2018-19 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
12-11-2018
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტის, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი-ტესტირება ჩატარდა. წარჩინებული მოწაფეები, რომლებიც  „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის დაუფლებას ცდილობენ, ახლა უკვე 22 ნოემბრისთვის ემზადებიან, რა დროსაც II ეტაპი გაიმართება. სამზადისში საგანმანათლებლო სექტორთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებაცაა ჩართული.

Etaloni.ge  ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის წარმომადგენელი მანანა ჩიკვაიძე:

პირველი ეტაპი ჩატარდა, 22 ნოემბერს კი მეორე ეტაპი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად ემზადებიან. ღონისძიებას ყველა დიდი ინტერესით ელის. პროექტი საინტერესო და ბევრის მომცემია.

აფენის №2 საჯარო სკოლა, დირექტორი მარინე ჯიღაური:

ტესტირების პროცესმა კარგად  ჩაიარა. მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ეტაპისთვის აქტიურად ვემზადებით, ბავშვებს პედაგოგები ამზადებენ.  „ეტალონი“ ძალიან საინტერესო, დროული და ეროვნული პროექტია, რადგან ბავშვები მისი დახმარებით საკუთარ ცოდნას წარმოაჩენენ. ეს პროექტი ბავშვებში ყველაფრის ცოდნისა და მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

აფენის №2 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნარგიზ ნოზაძე:


ტესტირებამ კარგად ჩაიარა. ბევრი მოსწავლე დაესწრო. მათ გამარჯვების მოტივაცია აქვთ. მეორე ტურისთვის ყველანაირად ვემზადებით. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა  ყველა მოსწავლისთვის აუცილებელია, რადგან ცოდნის გაღრმავების მოტივაციას აძლევს.

არეშფერანის საჯარო სკოლა, დირექტორი თამაზ კაპანაძე:

ტესტირებაში მონაწილეობა მოსწავლეებმა მე-8-დან მე-11 კლასის ჩათვლით მიიღეს. ისინი პროცესში მაღალი მოტივაციით ჩაერთნენ. მითუმეტეს, გასულ წელს ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ჩვენი სტუმარი იყო და შესაბამისად, მოსწავლეებმა ამ პროექტის წესების შესახებ იცოდნენ. კარგი ქულებიც დაიწერა. მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, გამარჯვებაც სურთ. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ საქართველოს მომავალზეა გათვლილი და ის მოწაფეებს სწავლის დიდ მოტივაციას აძლევს. საქართველოს კი ნამდვილად სჭირდება პროფესიონალები. ამ პროექტის დახმარებით მოსწავლეები მიხვდნენ, რომ ცოდნის გარეშე არაფერი გამოვა. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტში მონაწილეობის მიღება ყველას სურს.

არეშფერანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი გვანცა მაჭარაშვილი:

ტესტირებამ ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩაიარა. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. ყველა მოსწავლეს, ვინც მონაწილეობა მიიღო, გამარჯვება სურს. მეორე ტურისთვისაც ვემზადებით. მოსწავლეები „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატით მეტ ცოდნას იღებენ და სწავლის მოტივაციაც უძლიერდებათ.  

გვიმრიანის საჯარო სკოლა, დირექტორი ქეთევან ბურკაძე:

ტესტირების პროცესმა ინსტრუქციის მიხედვით, კარგად ჩაიარა. კმაყოფილები ვართ. მოსწავლეები მაქსიმალური რაოდენობით დაესწრნენ. მათ აღნიშნეს, რომ  კითხვები საინტერესო იყო. „ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია, რომელიც ბავშვებს ინტერესს უჩენს სხვადასხვა საგნობრივ პროექტში მეტად ჩაერთონ. ეს მათი შემდგომი წარმატებებისთვის ერთგვარი სამზადისია. მოსწავლეებს მეორე ტურში ინტერესით ვუგულშემატკივრებთ.

გვიმრიანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი თამარ თასოევი:

ტესტირების პროცესს 6 მოსწავლე დაესწრო. მათ ძალიან პოზიტიური განწყობა ჰქონდათ. მეორე ტურში 2 ბავშვი გადავიდა და ისინი აქტიურად ემზადებიან. „ეტალონი“ მოტივაციის აღმძვრელია. მოწაფეებს წარმატების სტიმულს აძლევს. საუკეთესო პროექტია, რაც კი ამ სფეროში შექმნილა.  

დავითიანის საჯარო სკოლა, დირექტორი სერგეი სერიხი:

ტესტირებამ ობიექტურად ჩაირა. კარგი ქულები დაიწერა და 2 მოსწავლე მეორე ტურში გადავიდა. მათ აქტიურად ვუგულშემატკივრებთ.  „ეტალონი“ მოსწავლეთა განვითარებისთვის ძალიან კარგი პროექტია. აქედან ჩანს თუ ვინ კითხულობს წიგნებს და ვინ იღებს დამატებით განათლებას.

დავითიანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მანანა ლომიძე:

„ეტალონი“ ჩვენთან პირველად ჩატარდა. მოსწავლეებმა მონაწილეობის სურვილი ხალისით გამოთქვეს. ტესტირებას 9 მოსწავლე დაესწრო. 2 ბავშვი მეორე ტურში გადავიდა და ღონისძიებისთვის ვემზადებით. თავად პროექტი მოწაფეებისთვის სტიმულის მიმცემია და მათ ხალისსა და თვითშეფასებას მატებს.

თამარიანის საჯარო სკოლა, დირექტორი მაია მაძღარაშვილი:

მოსწავლეებს ტესტირებასთან დაკავშირებით პოზიტიური განწყობა ჰქონდათ. მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ბავშვებისთვის ერთ-ერთი სტიმულია, რომ მათ კიდევ უფრო კარგად ისწავლონ. მოსწავლეები ხედავენ, რომ  მათი შრომა ფასდება და „ეტალონს“ ამისთვის დიდი მადლობა.

თამარიანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ია კაპანაძე:

ტესტირებამ კარგ გარემოში ჩაიარა. მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის მონაწილეები მასწავლებლებთან ერთად ემზადებიან. ეს პროექტი ძალიან კარგია, სტიმულის მიმცემია, მოწადინებულნი არიან, რომ მეტი ისწავლონ.   

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
​აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი
ოლიმპიადაში მონაწილე 200-მდე მონაწილეს შორის ოთარი საუკეთესო 15 მონაწილეს შორის მოხვდა
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება