სიახლეები
ყველაზე პოპულარული


IBSU-მ დაკისრებული თანხა გადაიხადა და სტუდენტების მიღების ნებართვას ითხოვს
26-08-2018
-
+


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული 712 000 ლარი, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლო დავა მიმდინარეობს, გადაიხადა. 

უნივერსიტეტის რექტორის ილიას ჩილოღლუს თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს მიღებულ გადაწყვეტილებას აღიარებს. 

„ის, რომ ჩვენ ფინანსთა სმინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა - 712 000 ათასი ლარი გადავიხადეთ, იმას არ ნიშნავს, რომ ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვაღიარებთ. ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო.

ჩვენ საბჭოს ყველა ის დოკუმენტაცია წარვუდგინეთ, რომელიც გვქონდა. ასევე ვუთხარით, რომ ჩვენი უნივერსიტეტის აქტივები ამ თანხაზე მეტია და მომავალში თანხის გადახდასთან დაკავშირებით არანაირი საფრთხე არ იქნება. სასამართლო დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

დღეს რომ გადავხედეთ იმ სტუდენტების რაოდენობას, რომელთაც ჩვენი უნივერსიტეტი ჩამონათვალში პირველი ადგილიდან ჯერ კიდევ არ შეუცვლიათ, ვიფიქრეთ, რომ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ ეს სტუდენტები არ დაზარალდნენ. ეს თანხა ჩვენ უკვე გადავიხადეთ და ცენტრს მივმართავთ, რომ გადაწყვეტილებას გადახედონ”, - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა. 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავტორიზაციის საბჭოს 27 აგვისტომდე აძლევს ვადას, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვა მოუხსნას. 

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით სწორედ ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება