სიახლეები
ყველაზე პოპულარული


შესაძლოა, მომავალ წელს გამოცდები გაზაფხულზე ჩატარდეს - მიხეილ ჩხენკელი
02-07-2018
-
+


„შესაძლოა, მომავალ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები გაზაფხულზე ჩატარდეს, ვმუშაობთ ამ საკითხზე,“ - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა:

„მე ვფიქრობთ, რომ გამოცდები ივლისში არ უნდა ტარდებოდეს. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება შესაძლებელია გაზაფხულზე. ჩვენ ვმუშაობთ აღნიშნულ კონცეფციაზე და მომავალ წელს უკვე შესაძლებელია, რომ უკვე გაზაფხულზე ჩავატაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდები. აღნიშნული პრაქტიკა ევროპის არაერთ ქვეყანაშია, მათ შორის, ამერიკაშიც ტარდება სემესტრებს შორის გამოცდები. ჩვენთან როგორ ჩატარდება გაზაფხულზე, ამაზე ვმუშაობთ და არსებობს რამდენიმე ვარიანტი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აბიტურიენტები დღეს პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. მინისტრმა ყველა მათგანს წარმატებები უსურვა:


„კიდევ ერთხელ მინდა, ყველა აბიტურიენტს მთელი გულით წარმატებები ვუსურვო. აუცილებლად უნდა დაუფიქრდნენ კითხვებს სანამ პასუხს გაცემენ. ყველას ვუსურვებ, რომ შეძლონ თავიანთი ცოდნის გამოყენება,“ - აღნიშა მიხეილ ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 39 ათასამდე აბიტურიენტს აქვს გავლილი. ქვეყნის მასშტაბით სულ 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ძლიერი სიცხეების გამო გამოცდების განგირში რამდენიმე დღის წინ ცვლილებები შევიდა. ცვლილების მიხედვით, ყველა აბიტურიენტი 5 ივლისის ჩათვლით, გამოცდებს მხოლოდ დილის საათებში აბარებს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება