სიახლეები
ყველაზე პოპულარული


„ორშაბათიდან საგამოცდო სექტორების გამაგრილებელი დანადგარებით აღჭურვას ვიწყებთ“ - თეიმურაზ მურღულია
29-06-2018
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, 2 ივლისიდან ყველა საგამოცდო ცენტრში მობილური კონდიციონერების შეტანა იგეგმება. საუბარია 22 ცენტრის 800 საგამოცდო ოთახზე.

მურღულიას განმარტებით, ვინაიდან გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს, შესყიდვა, დიდი ალბათობით, პირდაპირი წესით მოხდება:

„ჩვენ ვსაუბრობთ მობილურ დანადგარებზე, რომელიც ფანჯარაზე მილის მიერთებით ყენდება, ეს არ არის სპეც. სისტემები, დღეს სპეც. სისტემების დამონტაჟება სრულიად წარმოუდგენელია. ჩვენ ვსაუბრობთ სწრაფ გადაწყვეტაზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად მივეხმაროთ აბიტურიენტებს,” – აღნიშნა მურღულიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, დანადგარების შეძენა-დაყენების პროცესი, ორშაბათიდან, 2 ივლისიდან დაიწყება:

„ჩვენ წელს, ორშაბათიდან ვიწყებთ ინტენსიურად აღჭურვას, ჩვენ 800 ერთეული საგამოცდო ოთახი გვაქვს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რვაასივეს დაუყოვნებლივ აღვჭურვავთ. ეს გამოცდების პროცესში იქნება ინტესიური და ეს არ შეეხება უშუალოდ კონდიცირებას, ყველა სხვა დამხმარე მეთოდი ასევე იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ კომფორტული იყოს გამოცდების პროცესი“, - განაცხადა მურღულიამ.

უკვე ცნობილია, რომ სიცხესთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი. 5 ივლისის ჩათვლით ერთიანი ეროვნული გამოცდები დილით ჩატარდება. 

იხილეთ განახლებული განრიგი

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

სკოლებში უფასო კვების კანონპროექტის განხილვა 7 თვით გადაიდო

რა წესების დაცვა ევალებათ საბავშვო ბაღებს? - პერსონალის პასუხისმგებლობა და აკრძალვები

ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მე-6 კლასელებმა თემაზე პრეზენტაციები მოამზადეს და საკუთარი პოზიცია კლასის წინაშე გააჟღერეს

სკოლის მე-5ა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი კიდევ ერთ დაუვიწყარ თავგადასავლად იქცა

სკოლის დირექტორმა მიულოცა და გულითადი მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელს, კარმენ გომციანს გაწეული შრომისთვის

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება