| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო ინიციატივას აქტიურად შეუერთდა და მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე სკოლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ხალისით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს, რის გამოც წიგნებით დასაჩუქრდნენ.
„ჩვენი პატარები დიდი შემართებით გაერთიანდნენ საერთო სლოგანის გარშემო: ,,იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ მათ გაიზიარეს წიგნის ხმამაღლა კითხვის გამოცდილება და შეიტანეს თავისი წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში, რისთვისაც გამომცემლობა „ინტელექტმა“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჩვენი პატარები დააჯილდოვა წიგნებით და სიმბოლური საჩუქრებით, უღრმესი მადლობა მათ ამისთვის, ასევე, უღრმესი მადლობა დამრიგებლებსა და თამარ ელიაძეს დღევანდელი დღის გალამაზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ