სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ლიტერატურული ღონისძიებით აღინიშნა
20-02-2024
-
+


ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.

სწორედ ამიტომ, სკოლაში განსაკუთრებით აღინიშნა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, რამაც მოსწავლეთა დიდი ჩართულობა და ინტერესი გამოიწვია. 

ამ დღესთან დაკავშირებით, Vა ,Vბ და VIIბ კლასებში ჩატარდა ლიტერატურული ღონისძიებები, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა ლომია ხელმძღვანელობს. 

VIIბ კლასში გაიმართა ჯერომ სელინჯერის რომანის - „თამაში ჭვავის ყანაში“ განხილვა, სადაც აღწერილია სამყაროსთან შეურიგებელი 16 წლის ამერიკელი ბიჭის განცდები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გაითავისეს ჰოლდენ კოლფილდის პრობლემები, რადგან დღესაც მოზარდებს იგივე სატკივარი აწუხებთ, თუმცა ნაწარმოების გამოცემის დღიდან 70 წელზე მეტი გავიდა.

Vა და Vბ კლასებში კი, მოეწყო მოსწავლეებისთვის საყვარელი წიგნებისა და პერსონაჟების განხილვა, შემდეგ, გაიმართა კონკურსი - „საუკეთესო მკითხველი“.

კონკურსის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები: Vა კლასი - ანასტასია გიგატაძე და Vბ კლასი - ილია ჩიხლაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება