| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებსა და დავალებებს სთავაზობენ, რომლებსაც ბავშვები დიდი მონდომებით ასრულებენ.
ამჯერად, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის - ლალი ლოლაშვილის ხელმძღვანელობით, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
მეცხრეკლასელებმა კუბისტური და აბსტრაქციული ნახატები შექმნეს, სადაც ნათლად წარმოჩინდა მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობები. მათ ხელოვნების ამ მიმდინარეობის შესახებ ნასწავლი თეორიული მასალა პრაქტიკაში შესანიშნავად გამოავლინეს და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ