| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვილნიუსში, ლიტვის სახელმწიფო არქივის საგამოფენო სივრცეში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ლიტვის სახელმწიფო ცენტრალური არქივის დირექტორმა რამოიუს კრაუელისმა გახსნეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლიტვის კულტურის სამინისტროს, ლიტვაში საქართველოს საელჩოს, ლიტვის საისტორიო და უახლესი ისტორიის არქივების, კაუნასის არქივისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
გამოფენა ასახავს საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში განვითარებულ ძირითად მოვლენებს (1918-1921), ასევე იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ მე-20 საუკუნის დასაწყისში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად გადადგა. აქვე წარმოდგენილია დოკუმენტები, რომლებიც წარმოაჩენენ საქართველო-ლიტვის ურთიერთობებს 1918 -1921 წლებში.
გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმენტები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, ლიტვის ცენტრალურ სახელმწიფო არქივსა და კაუნასის რეგიონალურ არქივში.
გამოფენა 5 ივნისამდე გაგრძელდება.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას