სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლას მასწავლებელმა - ვახტანგ შარადენიძემ საკუთარი სამეცნიერო ნაშრომი უსახსოვრა
29-12-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები ასწავლიან, ისინი მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ერთ-ერთი ასეთი პედაგოგი ისტორია/სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი ვახტანგ შარადენიძეა, რომელიც ამ სკოლაში 2006 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. თავად საინტერესო პედაგოგიური ცხოვრება აქვს, მაგრამ ამით არ კმაყოფილდება და აღმზრდელობით საქმიანობასთან ერთად, სამეცნიერო მოღვაწეობასაც ეწევა.

ვახტანგ შარადენიძე საინტერესო სამეცნიერო ნაშრომების ავტორია. მან სკოლას მისი მე-2 ნაშრომი: „საქართველოს გეოპოლიტიკა (VI-X სს.)“ საჩუქარად გადასცა. სკოლის პედაგოგიური კოლექტივი სულითა და გულით ულოცავს ვახტანგ შარადენიძეს მორიგი სამეცნიერო ნაშრომის გამოშვებას.

„ბატონი ვახტანგი გამოირჩევა საოცარი კეთილშობილებით, ღირსებით, მრავალმხრივი ნიჭით, ხელოვნებისადმი დიდი სიყვარულით, მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდის, სწავლების საოცარი მიდგომებით, თანამშრომელთა მიმართ კოლეგიალობითა და განსაკუთრებული ინტელექტუალური დამოკიდებულებით. შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ვახტანგი არის რაფინირებული ინტელიგენტი. სკოლის პედაგოგიური კოლექტივი სამართლიანად ამაყობს ბატონ ვახტანგ შარადენიძის პიროვნებით. 
ბატონი ვახტანგი არის ძალიან საინტერესო სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. 2022 წელს მან გამოსცა ნაშრომი „საქართველოს (ამიერკავკასიის) გეოპოლიტიკის ისტორია (უძველესი დროიდან-ახ.წ.V ს პირველი ნაკვეთი)“.
მაღალი უნარებით დაჯილდოებული, კეთილშობილი ბუნების ადამიანის, ჩვენი საყვარელო კოლეგა ბატონი ვახტანგის ცხოვრებაში, 16 ნოემბერს, განსაკუთრებული დღეა, მან ჩვენს სკოლას საჩუქრად გადასცა მისი მე-2 ნაშრომი: „საქართველოს გეოპოლიტიკა (VI-X სს.)“. ავტორს განსაკუთრებით აინტერესებს საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების გეოპოლიტიკური ურთიერთობები. კვლევაში ისტორიული ფაქტები და მოვლენები გეოპოლიტიკის თვალსაზრისით არის წარმოჩენილი, რაც ნაშრომს საინტერესოსა და ღირებულს ხდის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

ვინ არის ვახტანგ ცაგარელი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

ახალი უმაღლესი შეიქმნება - „სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები აუცილებელი ცოდნისა და უნარების გადაცემას არსებითად ვერ უზრუნველყოფენ“

მასწავლებლებისთვის საფეხურების მიხედვით საგნის დადასტურება სავალდებულო აღარ არის 

სპეცმასწავლებლის მომზადებისა და  სპეციალური განათლების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განახლებისთვის საჯარო განხილვა დაიწყო

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება