სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი ეროვნულ კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგა
29-12-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები ასწავლიან. 

მათ შორის, ერთ-ერთი ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილია. საქართველოს მასშტაბით, ეროვნულ კონფერენციათა ციკლი ჩატარდა, რომელსაც სოფო ბიბილშვილი ხელმძღვანელობდა.

კონფერენციის თემა იყო - სწავლა-სწავლების მეთოდები: დიფერენცირებული სწავლება, რემედიაცია, სწავლების სამშრიანი მოდელი,  საკუთარი მეთოდების გამოყენება და გამოცდილების გაზიარება სხვა პედაგოგებისთვის. კონფერენციაზე წარდგენილი იყო მრავალფეროვანი პრეზენტაციები, მოსწავლეთა ნამუშევრები, პედაგოგთა შექმნილი აპლიკაციები, რესურსები.

შეხვედრის პირველ ეტაპს პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი ესწრებოდა, როგორც მსმენელი, ხოლო მეორე ეტაპზე პრეზენტაცია - სწავლების თანამედროვე მეთოდები გამართა და როგორც მომხსენებელი, ისე წარსდგა.

კონფერენციაზე დასწრების შემდეგ, ლამზირა ოსეფაშვილმა კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა მოაწყო  და განხილული საკითხები გააცნო მათ. აგრეთვე, დამსწრე საზოგადოებას კონფერენციაზე გატანილი თემა წარუდგინა.

„საინტერესოდ ჩაიარა კონფერენციამ, განხილული საკითხები მოსწავლეთა და სასკოლო საჭიროებას ერგება. დღევანდელი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, ისეთი საკითხები იყო განხილული, რომელიც ხელს უწყობს:

  • კრიტიკულ აზროვნებას;
  • კომუნიკაციას;
  • ციფრული ტექნოლოგიის ფლობას;
  • ინდივიდუალური შესაძლებლობების რეალიზებას;
  • სწავლების პროცესში თანასწორუფლებიანობის დაცვას;
  • მოსწავლის მოტივაციის გაზრდას;
  • მოსწავლეთა ჩართულობას.

მასწავლებელთა ეთიკის კოდექსიდან და პროფესიული სტანდარტიდან გამომდინარე, თანამშრომლობა აუმჯობესებს მოსწავლეთა აკადემიურ ხარისხს, სასკოლო კულტურას, ზრდის სკოლათა შორის კონკურენტუნარიანობას და ხელს უწყობს პედაგოგებს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება