სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ზებრა“ გადასასვლელზე მოსწავლეს ავტომობილი დაეჯახა
21-05-2018
-
+


თბილისში, კერძო სკოლა „პოლიგლოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-12 კლასელ მოზარდს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ქვეითთათვის განკუთვნილ „ზებრა“ გადასასვლელზე გადადიოდა. 

დაშავებული მოზარდი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მას, სავარაუდოდ, აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები.

შინანაგ საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტომობილის მძღოლი არ მიმალულა. დაწყებულია გამოძიება.

ინფორმაციას და შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებს ერთ-ერთი თვითმხილველი თორნიკე დარჯანია სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

„დღეს დილით ზებრასთან გზა დავუთმე მე-12 კლასელ გოგონას, რომელიც საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადაჭარბებული სიჩქარით მომავალმა მანქანამ გაიტანა. აქ ვერ მოვყვები რა დამემართა... 

რამდენიმე დასკვნა: 

1. აზრი არ აქვს საერთოდ ამ ზებრების დახაზვას, იმიტომ რომ სიკვდილის ზონებს ვქმნით. ამ ქვეყანაში არის კატეგორია, რომელმაც არ იცის უბრალოდ რას ნიშნავს ზებრა. არათუ ზებრა არ იცის, არ იცის ნიშნის წაკითხვა, რომ სპეციალურ ზონაში მოძრაობს, დააკვირდით ნიშანს, ეს მოხდა საბავშვო ბაღის და სკოლის წინ.

2. სახელმწიფო არაფერს აკეთებს სამოქალაქო განათლების და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის. 

3. პირველადი დახმარების აღმოჩენის გონზე არაა არავინ. რამდენიმე აპირებდა ბავშვის იქვე მე-8 საავადმყოფოში ხელში აყვანით გადაყვანას. 

4. სასწრაფო გინდ გვყოლია, გინდ არა, როგორც ყოველთვის მოსვლა დააგვიანდა (მიზეზები გასაგებია, საცობში იდგა). 

5. ეს ალბათ ჩვენი პანიკიორი, თუ უმწეო ხასიათის ბრალია, ყოველმა გამვლელმა რომ უნდა ჰკითხოს ნაავარიებ გათიშულ ბავშვს, სად ცხოვრობს, რამდენი წლისაა, ცოცხალია თუ არა და ა.შ. 

6. ჯერ კიდევ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ბავშვს ამტყუნებდნენ, რომ ზებრაზე "სწრაფად გადაიარა".

პ.ს. ეს გოგონა სასწაულებრივად გადარჩა და გონზეც მოვიდა, ალბათ რამდენიმე ადგილას მოტეხილობა მიიღო და სერიოზული არაფერი სჭირს.

ჩვენც კი ცხოვრებას ვაგრძელებთ ათასი საფრთხით სავსე ქალაქში“,- წერს თორნიკე დარჯანია.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„ისტორიის სამივე ვარიანტი რთულად უნდა გამოცხადდეს... კითხვები იყო ორაზროვანი“... - აბიტურიენტები ტესტირების შესახებ

ყალბი დიპლომი, სკოლების სარეაბილიტაციო  დოკუმენტაციების გაყალბება, ბაღებისთვის უხარისხო პროდუქციის შეძენა... -14 საქმეზე 28 პირი დააკავეს

ისტორიის გამოცდაზე დაგვიანებით შვიდი აბიტურიენტი მივიდა

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
წირვის დასრულების შემდეგ მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გიმნაზიელები დალოცა და მედლები გადასცა
 
საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება