| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია. აქ დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
მოსწავლეთა უმეტესობა სპორტის სხვადასხვა სახეობას მისდევს. ამ სახეობებს დაემატა მხატვრული ტანვარჯიში.
ერთი წელია მეექვსე კლასის მოსწავლე თამუნა ლაგვილავა დაკავებულია მხატვრული ტანვარჯიშით.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შედგა ამ ციმციმა გოგოს დებიუტი, გაიმართა ძალიან ლამაზი სანახაობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ნუკრი ბერიშვილი, კლასის ხემძღვანელი ასმათ გვაჯაია და მასწავლებლები.
მათ თამუნას წარმატებები და მწვერვალების დაპყრობა უსურვეს სპორტის ამ ლამაზ სახეობაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“