| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით საინტერესო ღონისძიებები იმართება.
ამჯერად, სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანმა მასწავლებელმა, თამარ დევდარიანმა სკოლის მე-5 კლასის და ასევე თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად ძალიან საინტერესო ღია გაკვეთილი წარადგინა, რომლის თემა - „პროფესიები“ იყო.
აღნიშნულ დღეს, ორივე სკოლის მოსწავლეებმა მათ შერჩეულ სამომავლო პროფესიებზე პრეზენტაციები მოამზადეს.
„აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლის არაქართულენოვანმა მოსწავლეებმა შესანიშნავად წარმოადგინეს პრეზენტაციები ქართულ ენაზე“, - გვიყვებიან სკოლაში.
ასევე გაკვეთილის ბოლოს ჯგუფებს შორის სახალისო შეჯიბრი გაიმართა, რომელმაც მოსწავლეების გარდა, დამსწრე მასწავლებლებიც დააინტერესა.
სკოლის დირექტორი შორენა აკოფაშვილი და პედაგოგები ღონისძიების მონაწილეებს მადლობას უხდიან.
„აქვე კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩვენი და კოთელიის სკოლის მოსწავლეებს და ასევე, რა თქმა უნდა, თამარ მასწავლებელს ასეთი პოზიტიური დღისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ