სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუისის N3 სკოლის სამი წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერებითა და წიგნებით დაჯილდოვდა 
26-10-2023
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, დაჯილდოვდნენ. 

პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს - ნიკა ბალიაშვილს, გიორგი სვიანაძეს და ლიკა ღვინიაშვილს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ, ხოლო ქარელის მუნიციპალიტეტის მერიისგან ახალგაზრდები წიგნებით დასაჩუქრდნენ.

სკოლაში მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე წარმატებით გააგრძელონ განათლების მიღება. 

„ვულოცავთ მათ და წარმატებებს ვუსურვებთ. მადლობას ვუხდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას და ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ჩვენი მოსწავლეების სიხარულისა და ბედნიერებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება