სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

1000 ლარიანი ჯილდო საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებისთვის - დოკუმენტი
02-11-2023
-
+


ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებული მოსწავლეების მატერიალური წახალისების წესში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განათლების მუშაკებზე გათვალისწინებულია მატერიალური წახალისება - ჯილდო, რომელიც გაიცემა წელიწადში ერთხელ.

აღსანიშნავია, რომ საჯარო და კერძო სკოლების საუკეთესო მასწავლებლები მაქსიმუმ 1000 ლარს მიიღებენ; იგივე თანხაა გათვალისწინებული დამსახურებულ მასწავლებლებზეც, ხოლო სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პედაგოგებისთვის - 625 ლარი.

„განათლების მუშაკებზე მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცემა წელიწადში ერთხელ:

ა) საჯარო ან კერძო სკოლის წლის საუკეთესო  მასწავლებლებზე – არაუმეტეს 1000 ლარისა;

ბ) საჯარო ან კერძო სკოლის დამსახურებულ  მასწავლებლებზე – არაუმეტეს 1000 ლარისა;

გ) სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული საჯარო ან კერძო სკოლის მასწავლებლებზე – არაუმეტეს 625 ლარისა“;

დ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის წლის საუკეთესო მასწავლებლებზე – არაუმეტეს 1000 ლარისა“, - ნათქვამია დადგენილებაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება