| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N174 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდისა და გაკვეთილების გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო პროექტებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-6 ვ და მე-6 ე კლასებში პროგრამული გაკვეთილიდან გამომდინარე ინგლისურენოვანი პროექტი - „My Favourite Animal“ ჩატარდა.
ბავშვებმა პროექტის ფარგლებში, მათთვის საყვარელ ცხოველებზე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და კედლის გაზეთი შექმნეს.
აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მთავარი იდეა იყო, მოსწავლეებს შეესწავლათ და მოიპოვებინათ ინფორმაციები მათთვის საყვარელ ცხოველებზე, მათ საცხოვრებელ პირობებზე, ცხოვრების ნირსა და თავისებურებებზე.
პროექტის აქტუალობა კი გამომდინარეობდა იქიდან, რომ მან მოსწავლეებს განუვითარა დამოუკიდებლად კვლევა-ძიების, ანალიზის, სინთეზის უნარ-ჩვევები.
პროექტი ასევე მიზნად ისახავდა, მოსწავლეებს შეძლებოდათ ინტერნეტის საშუალებით მოეძიებინათ ინფორმაცია გარეულ ცხოველებზე, გაცნობოდნენ მათ თავისებურებებს, გაემდიდრებინათ ლექსიკური მარაგი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი