სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყაჩირის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
16-10-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა - გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - მამუკა ჩხეტიანმა პორტაბელური კომპიუტერები გადასცეს.

აღნიშნული ჯილდო ორ მოსწავლეს - ლანა კუხიანიძესა და ნინო ღურჭუმალიძეს ერგოთ.

სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

„ყოველთვის ეცადეთ გააკეთოთ იმაზე მეტი ვიდრე შეგიძლიათ. არასდროს გაჩერდეთ მიღწეულზე მიღებული ცოდნა უნდა „შეუშვათ“ სულში, უნდა „დაასახლოთ“ გულსა და გონებაში. რაც მთავარია, დაიწყოთ დაგროვებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება. პირველი ნაბიჯი პიროვნული ზრდის გეგმის შემუშავებაში არის იმაზე ფიქრი, თუ რა გსურთ ნამდვილად - რა შედეგების მიღწევა გსურთ? რა არის საბოლოოდ სასურველი შედეგი თქვენთვის? თქვენ უნდა დააზუსტოთ, რას ემსახურება თქვენი პირადი ზრდა და განვითარება. ყველას აქვს ძალა შეცვალოს თავისი ცხოვრება. გახადოს ისეთი, როგორც თითონ მიაჩნია საუკეთესო ვერსიად. სწორი სტრატეგია, სწორი გეგმა ზუსტად იმ სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ, როგორიც არის მისაღები თქვენთვის. ტყაჩირის საჯარო სკოლა გილოცავთ წარმატებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ საბაზო საფეხურის წარმატებულ კურსდამთავრებულებს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ურიგდებათ. პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგელბობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება