| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ კონკურსში მე-3 ადგილი დაიკავა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, 15 ოქტომბერს ლაგოდეხის პირველ საჯარო სკოლაში, პროექტ EU4 Georgia მხარდაჭერით „ევროპის დღის“ ფარგლებში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“.
პროექტი მიმდინარეობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და მასში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 17 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.
თითოეული სკოლიდან წარდგენილი იყო გუნდი, ექვსი მოსწავლის შემადგენლობით.
პროექტის გამარჯვებული გუნდები გახდნენ:
I ადგილი - ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლა;
II ადგილი - ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლა;
III ადგილი - ბაისუბნის საჯარო სკოლა.
სკოლაში ამაყობენ მიღწეული შედეგით და მოსწავლეებს წინსვლას უსურვებენ, წარმატებულ მოსწავლეებს განსაკუთრებით დირექტორი ზაზა მუმლაძე ულოცავს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი