| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ ლალი მაკარიძე და პედაგოგები მოსწავლეთა სპორტით დაინტერესებას დიდ ყურადღებას უთმობენ და მათ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებენ. მოსწავლეებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
სკოლაში 12 და 13 ოქტომბერს ჩატარდა ყოველწლიური შიდასასკოლო ოლიმპიადა ფრენბურთში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფიზიკური აღზრდის პედაგოგი ლალი დიაკონიძე.
შეჯიბრში მონაწილეობდნენ მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები.
ფინალში მე-9 და მე- 12 კლასებს შორის პირველობა მოიპოვა მე-12 კლასმა და გადაეცა სკოლის გარდამავალი თასი.
სკოლაში მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავენ
„ვულოცავთ ამ წარმატებას! გამარჯვებულები ახლა დიდი მონდომებით ემზადებიან სარაიონო პირველობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი