| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - ,,ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
გვანცა გვანცელაძეს, ბორის დუნდუას და გივიკო ქუთათელაძეს ლეპტოპები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ისინი ნიჭიერი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები არიან. სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ, ულოცავენ დ წარმატებას უსურვებენ.
„მასწავლებლის დღე უდიდესი დღესასწაულია და კიდევ უფრო ლამაზდება, როცა ამ პროფესიის უკვდავებაში შენივე აღსაზრდელები თავიანთი ნიჭით, შრომით, მონდომებით, სწავლით წარმოჩინდებიან და წარმოგაჩენენ. ივანდიდის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს დამსახურებული საჩუქრები გადაეცათ. გილოცავთ! გისურვებთ, რომ თქვენმა ნიჭმა, მონდომებამ, შრომამ ყოველთვის მოგიტანოთ ღირსეული წარმატება",- წერს სკოლის დირექტორის მ/შ ლია ჩიხლაძე.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ