სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს
06-10-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო ღონისძიებითაა დატვირთული. 

ამჯერად, აქტივობები სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნა. ისინი მოსწავლეთა თვითმმართველობისა და კლუბის „აქტიური მოქალაქეების“ ინციატივით გაიმართა. სასკოლო საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. მოსწავლეებს 27 სექტემბრის შესახებ მამა დავითი ესაუბრა და ჯვართამაღლების მნიშვნელობაზეც მიაწოდა ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ჩატარდა გაკვეთილი თემაზე - „აფხაზეთის ცა ჩემიცაა“; ამ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურული საღამო გამართეს. ღონისძიებებს სკოლის დირექტორის მ/შ ლია ჩიხლაძე და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრები - ელიზა ლიპარტელიანი და შორენა გუბელაძე ხელმძღვანელობდნენ.

გარდა ამისა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გამართულ საჯარო ლექციაზე სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. საჯარო ლექციის ფარგლებში, პროფესორმა სულხან კუპრაშვილმა მოხსენება წაიკითხა თემაზე: „ეთნიკური კონფლიქტების სათავეებთან საქართველოში“. „რუსეთის იმპერიის საეკლესიო პოლიტიკაზე აფხაზეთში“ პროფესორმა ვლადიმერ წვერავამ ისაუბრა. ისტორიის დოქტორმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ კი მოხსენება „თანამედროვე რუსული ოკუპაციის საეკლესიო მიმართულება აფხაზეთში“, წაიკითხა.

„საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული მოვლენა არის აფხაზეთის ომი, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. ომი, რომელმაც ორივე მხარეს უზარმაზარი მსხვერპლი მოუტანა და რომელსაც შედეგად საქართველოსგან აფხაზეთის უკვე 30-წლიანი ჩამოშორება მოჰყვა. 

სოხუმი ახლა იმაზე შორსაა, ვიდრე ოდესმე იყო. ქართველთათვის აკრძალულ სივრცეში შეღწევას მრავალთაგან მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. ფოტოკადრები, რომელზედაც ტკივილამდე ნაცნობი ფრაგმენტებია აღბეჭდილი, სოხუმიდანაა ჩამოტანილი... შეჩერებულ წამებში მასთან განშორების ოცდაათწლიანი მონაკვეთი ჩატეულა თითქოს. ის ყრუ კედელიც იგრძნობა, ჩვენთვის აკრძალულ ქალაქსა და ჩვენ შორის რომ აღმართულა. ჩვენ დავბრუნდებით და აღვადგენთ უხილავი ჯაჭვის რგოლს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

2026 წლის ეროვნული გამოცდების მთავარი ცვლილება ცნობილია - NAEC-ის ხელმძღვანელის განმარტება

როცა მე-11 და მე-12 კლასები ერთად დაასრულებენ სკოლას, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ორჯერ მეტი სტუდენტი ჩაირიცხება - მთავრობის გადაწყვეტილება

მასწავლებლების, დირექტორებისა და სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ - ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ვებინარი ჩატარდება

დამატებითი უფლებამოსილება მანდატურის სამსახურისთვის - ცვლილება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების წესში

საკლასო ფორმატში ერთ მსმენელზე საფასური განისაზღვრა - ცვლილება მთავრობის დადგენილებაში

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
ღონისძიება განმსჭვალული იყო სითბოთი და სიყვარულით და ყველაზე ძვირფასი ქალბატონების მიმართ ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას ემსახურება
 

 

 

მე-4 კლასელი ქართულ ენის „კინგსის“ ოლიმპიადაში პირველ ადგილზე გავიდა

მასწავლებლები დედაქალაქ თბილისში გაემგზავრნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ სულიერი ლიდერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში

გაიმართა თემატური აქტივობები და გავრცელდა საინფორმაციო ბროშურები

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ამა თუ იმ პლანეტის შესახებ და საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება