| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N107 საჯარო სკოლაში, მასწავლებლის დღე მრავალფეროვნად აღინიშნა, მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს ეს დღე საინტერესო აქტივობით გაულამაზეს.
სკოლის დერეფანში, სადემონსტრაციო დაფა განთავსდა, რომელიც მოსწავლეებმა ფერად ფურცლებზე დაწერილი მისალოცი ტექსტებითა და საუკეთესო სურვილებით გააფერადეს.
მასწავლებლები სიურპრიზმა სასიამოვნოდ გააოცა. პედაგოგებმა, ეს დღე, საუკეთესო და პოზიტიური ემოციებით დატვირთულებმა გაატარეს. მოსწავლეებს კი, ამ აქტივობა-პერფომანსისთვის და გულწრფელი ემოციების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადეს.
შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო