სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საჭიროა, ხარისხიანი სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნა, აღმზრდელთა და აღსაზრდელთა თანაფარდობით 1:13, 1:15“
13-08-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გაწერილია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა; დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ სკოლამდელი ასაკის თითოეული ბავშვისთვის არ არის ხელმისაწვდომი სკოლამდელი განათლება:

„12 საბავშვო ბაღსა და 4 ალტერნატიულ სკოლამდელი განათლების დღის ცენტრს 5 სააღმზრდელო ჯგუფით, რომელიც დღეისათვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, მხოლოდ 1300 ბავშვის მომსახურება შეუძლია. იმისათვის, რომ თითოეულმა სკოლამდელი ასაკის ბავშვმა ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით - მიიღოს ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი ხარისხიანი სკოლამდელი განათლება - საჭიროა ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და  არსებული ბაღების სრული კაპიტალური რეაბილიტაცია ადაპტირებული გარემოს მისადაგებით; ახალი ალტერნატიული სკოლამდელი განათლების  დღის ცენტრების გახსნა იმ სოფლებში, სადაც არ არის საბავშვო ბაღები“.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ წარმატებული სააღმზრდელო პროცესის წარმართვისთვის ჯგუფებში აღმზრდელთა და აღსაზრდელთა თანაფარდობა უნდა იყოს -1:13, 1:15: „ბაღის დამთავრებისას, ბავშვს  აუცილებელია ჰქონდეს სათანადო სასკოლო მზაობა. ამისთვის კი ხარისხიანი სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნაა საჭირო, რომელიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით მიიღწევა  ჯგუფებში აღმზრდელთა და აღსაზრდელთა თანაფარდობით -1:13, 1:15, აღმზრდელთა და სხვა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებით; დაწესებულების შიდა და გარე სივრცეების უნივერსალური დიზაინის პრინციპით მოწყობითა  და ხელმისაწვდომი, მათ შორის, ღია, მასალებით აღჭურვით“;  მრავალფეროვანი  და ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების (ილუსტრირებული წიგნები, ფერადი თვალსაჩინოებები, სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები, სხვადასსხვა სახარჯი მასალები და .შ.) გამოყენებით, რომელთა ერთობლიობა  ხელს უწყობს თითოეული ბავშვის მრავალმხრივ და ჰოლისტურ განვითარებას; უსაფრთხო ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემოს შექმნით; ამ სფეროში არსებული ყველა სტანდარტისა და ტექნიკური რეგლამენტის დაცვითა და დანერგვით.                   


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება