სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღებში 37 სპეციალისტი შედის - რა კითხვარებს ავსებენ აღმზრდელები
11-07-2023
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში, მუნიციპალიტეტებისა და დაწესებულებების გაძლიერების მიზნით მეოთხე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრა ბაღების დიაგნოსტიკური მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა და მას 16 მუნიციპალიტეტისა და გაერთიანების 32 წარმომადგენელი ესწრებოდა.

მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ავტორიზაციის, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმისა და თვითშეფასების პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ჩართული მუნიციპალიტეტები გაეცნენ მათ როლს თვითშეფასების პროცესში და პლატფორმაზე მუშაობის სპეციფიკას.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები ეტაპობრივად ხორციელდება იმ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მიმდინარე პერიოდში ავსებენ თვითშეფასების კითხვარებს. საბოლოოდ შეხვედრების ციკლი ყველა მუნიციპალიტეტს დაფარავს.

ამასთან, პროცესის მხარდაჭერის მიზნით, ცენტრის მხრიდან ამ ეტაპზე შერჩეულია თვითშეფასების 37 სპეციალისტი, რომლებიც ინდივიდუალურად თითოეულ დაწესებულებაში, გაერთიანებასა და მუნიციპალიტეტში ახორციელებენ ვიზიტს და ეხმარებიან მათ თვითშეფასების პროცესის განხორციელებაში.

ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ხელშეწყობის ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს მხარდამჭერი აქტივობების განხორციელებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება