სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლობა ყველას, ვინც ფიქრობს გვერდში დაუდგეს დედამიწის ამ ანგელოზებს“- საერო სკოლა „ფარნავაზი“ საქველმოქმედო ფონდის შვილობილებს მასპინძლობს
03-07-2023
-
+


ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზის“ მოსწავლე-მასწავლებლები სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან.

სკოლა აქტიურად თანამშრომლობს საქველმოქმედო ორგანიზაციასთან. ტრადიციულად, „ფარნავაზი“ 10 ივლისიდან 10 დღის განმავლობაში საქველმოქმედო ფონდის შვილობილებს მასპინძლობს. საქველმოქმედო აქციას პირველი შემომწირველები უკვე ჰყავს.

„წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთიც არ იყო გასული..... პირველი შემოწირულობა მივიღეთ.

მადლობა, ყველას ვინც ფიქრობს გვერდში დაუდგეს ამ დედამიწის ანგელოზებს, სიცოცხლის მძებნელ პატარებს. ჩემო „ფარნვაზელებო“ და არა მხოლოდ!!! ... ვისაც სურვილი გაქვთ მადლის კეთების, სიხარულის და სითბოს მინიჭების. ვისაც სხვისი ტკივილი გტკივათ. ტრადიციას უფლის წყალობით წელსაც ვაგრძელებთ და.....

10 ივლისიდან 10 დღის განმავლობაში გვაქვს შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew's Foundation შვილობილობს...

2016 წლიდან საკუთარ შენობაში (მანამდე სხვადასხვა ადგილებში,სხვადასხვა გზებით) ვმასპინძლობთ ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew's Foundation შვილობილებს, მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს და მათ მშობლებს.

უფლის წყალობით და თქვენი შემოწირულობებით ვულამაზებთ, ვუმსუბუქებთ მცირედით მაინც იმ მძიმე ჯვარს რასაც ონკოლოგია აფრქვევს....

ყოველწლიურად უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს უფალი. მთავარია, სხვისი ტკივილის გულთან მიტანა, ხელის შეშველების გვერდში დგომის სურვილი.

მჯერა თქვენი, ჩვენი ერთობის და მადლის კეთების უდიდესი მოთხოვნილების, მონდომების ამ ჯერადაც შესძლებლობას უფალი მოგვცემს.

ყველას შეუძლია სიკეთის კეთება იმიტომ, რომ ყველაზე იოლია სიკეთის კეთება!!!!

გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. პირადში ან ტელ.ნომერზე 599572568.

გელოდებით! გვეჯერა ერთობის! სიკეთე გადაგვარჩენს!

მადლი გვიმრავლოს უფალმა!“,- ვკითხულობთ სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება