სიახლეები
სკოლები

დაბა კაზრეთის სკოლის მოსწავლემ ამერიკელები ქართულად აამღერა
15-11-2016
-
+


დაბა კაზრეთის სკოლის მოსწავლემ ელენი ბასილაშვილმა ამერიკაში საქართველოს შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა. 

ელენი არის ფლექსის პროგრამის გამარჯვებული და ამჟამად სწავლობს ამერიკაში. მის შთაბეჭდილებებს უცვლელად გთავაზობთ. 

მოკლედ დადგა ის დღე, როდესაც ჩემი ქვეყანა წარვადგინე! ეს ამბავი სულ თავიდან უნდა მოვყვე უფრო კარგად რომ აგიხსნათ რამხელა სიხარული მომანიჭა ამ დღეებმა. 

მოკლედ მასწავლებლები დავიარე და ვთხოვე რომ ჩემს ქვეყანაზე მინდოდა პრეზენტაციის გაკეთება. მგონი სკოლის პირველი კვირა იყო. ამის მერე რამდენიმე თვე გავიდა თითქოს ყველას გადაავიწყდა და წინა კვირას ისევ შევახსენე, რომ მალე პრეზენტაციას გავაკეთებდი... უმეტესად ღიმილით შემეგებნენ და მითხრეს, რომ პობლემა არ იყო.

მოკლედ რამდენიმე დღე მოვანდომე ამ პრეზენტაციას ... ლამის ღამეც კი გავათენე რომ დამესრულებინა, რამდენიმეჯერ კომპიუტერი გამეთიშა და ყველაფერი წამეშალა, მაგრამ ამდენი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, მზად იყო! ახლა უკვე შემეძლო ჩემი ქვეყანა! ჩემი საქართველო გამეცნო ამერიკელებისთვის! ჰომმ...ყველაფერი კი მზად იყო მაგრამ მე? არა მე მზად არ ვიყავი... ძალიან განვიცდიდი!

იცით ძალიან უცნაური ხალხია ეს ამერიკელები. ზოგჯერ ისე ჩაგივლიან ზედაც არ შემოგხედავენ, ზოგჯერ კიდე თან გადაგყვებიან... ყოველ დღე და ღამე იმაზე ვფიქრობდი როგორი რეაქცია ექნებოდათ პრეზენტაციის დროს... უკვე სიტყვაც კი მქონდა მომზადებული იმ შემთხვევისთვის, თუ არ მომისმენდნენ და პრეზენტაცია ჩამივარდებოდა ... პრეზენტაციის დილას დედაჩემს ველაპარაკე, როგორც ყოველთვის, გამამხნევა!!! მაგრამ ეტყობოდა, რომ თვითონაც ძალიან განიცდიდა ... აი შევედი გაკვეთილზე .. პირველი ქიმიის გაკვეთილზე უნდა ჩამეტარებინა .. გავაკარი დროშა და ჩამოვწერე ანბანი. 

კლასში ბავშვები შემოვიდნენ და უცნაური გამომეტყველება მიიღეს იმიტომ რომ არ იცოდნენ რატომ გავაკარით ეს უცნაური დროშა ან რატომ ვწერდი ამ უცნაურ ასოებს... ძალიან განვიცდიდი და ალბათ, მეტყობოდა კიდევაც ...დავიწყე პრეზენტაცია... მართალია არ მახსოვს რას ვლაპარაკობდი, მაგრამ ერთი ის მახსოვს გაცეცებით ვათვარიელებდი ბავშვებს ... მათ მიმიკებს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი წამეკითხა რას ფიქრობდნენ ... გავიდა რამდენიმე წამი და ყველას სახეზე გაოცება დაეტყო, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!! 

მხოლოდ 3 სლაიდი მქონდა ნაჩვენები და უცებ ასობით კითხვა მომაყარეს!! ისეთი გაბრწყინებული სახეები ჰქონდათ მივხვდი, რომ ძალიან მოსწონდათ!! მხოლოდ ერთი ბავშვი იყო "ქულ ბოი" ვისაც ყურსასმენები ეკეთა და თითქოსდა არ მისმენდა...პრეზენტაციამდე დედაჩემთან საუბრისას ვთქვი, რომ არც ცეკვას არ ვაპირებდი და არც სიმღერას იმიტომ რომ ადგილი არ იყო! ალბათ, ეს მხოლოდ მიზეეზი იყო .. უბრალოდ მეშინოდა რომ არ მოეწონებოდათ.. ვერ მიხვდებოდნენ ამ ყველაფრის არსს!! პრეზენტაციის შუაში მივხვდი, რომ უნდა მეცეკვა კიდეც მემღერა კიდეც!! ფანდური რომ ამოვიღე, სრული სიჩუმე იდგა ... როგორც აღმოჩნდა, ეგონათ რომ მხოლოდ უნდა დამეკრა სიმღერა რო დავიწყე ისეთი ოვაციები მოყვა ამ ყველაფერს მგონი ფილარმონიაშიც არაა ასეთი ამბავი (მიუხედავათ იმისა რო სიმღერის გარტყმაში არ ვარ) მერე ცეკვა და მოკლედ მივხვდი, რომ მეამაყებოდა ეს ველაფერი!! მეამაყებოდა ქართველობა!! სწორედ იმ ბავშვმა, რომელსაც ყურსასმენები ეკეთა პრეზენტაციის ბოლოს კითხვა დამისვა, თუ შეეძლო ჩემთან ერთად საქართველოში წასვლა. ასე გავხდი სკოლაში საკმაოდ პოპულარული. 

მასწავლებლები მთხოვდნენ იქნებ მათ სხვა კლასებშიც შემეძლო პრეზენტაციის გაკეთება. ყოველ ჯერზე ვგრძნობდი, რომ უკეთესად გამომდიოდა ... ძალიან საინტერესო კითხვებს მისვამდნენ და თან სწორედ ის ბავშვები რომლების გამოც ვნერვიულობდი... პრეზენტაციის ბოლოს რჩებოდნენ, ზოგი ნმადლობას მიხდიდა, ზოგი მეხუტებოდა. 

ასე ჩაიარა 6-მა პრეზენტაციამ... ძაან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ბავშვები მასწავლებლებს ეუბნებიდნენ მეორედ კი გვექნება ეს პრეზენტაცია, მაგრამ იმდენად მაგარია, რომ გვინდა სხვებმაც ნახონო. საბოლოოდ ნახევარ სკოლას უნდა საქართველოში ჩამოსვლა და ნახევარი სკოლა ფულს მიგროვებს რომ მე ჩამოვიდე. მომავალ წელს ბოლო პრეზენტაციაზე კი მასწავლებელმა და მოსწავლეებმა თვითმფრინავი ბილეთების ფასიც კი მოძებნეს !! ყველაზე ბედნიერი დღეები იყო!!! ეგ კი არა ამერიკელებმა მითხრეს გთხოვ არაფერი მოუყვე შენს მეგობრებს ჩვენზეო, რადგან ასეთ ქვეყანასთან ძაან უკულტუროდ ვგრძნობთ თავებსო. 

როდესაც ყოველ მაგიდასთან თავისი სახელები დახვდათ ქართულად და რუსულად დაწერილი მაშინ მითხრეს, რომ თავს ძალიან გაუნათლებლებად თვლიდნენ, რადგან მხოლოდ ინგლისური იცოდნენ! ახლა უკვე მხარგაშლილი გავივლი სკოლის დერეფნეფში. ღიმილით მივესალმები ყველაას. მათ კი ეცოდინებათ, რომ მე ვარ ქართველი! ყველაზე მაგარი ქვეყნიდან !!

პ.ს. მოლდოვა, კაზახები, ყირღიზები, ტაჯიკები, სომხები და ბულგარელები ხომ ავამღერე ქართულად ... ახლა ამერიკელებმაც დაიწყეს. 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

საცდელს ტესტირებას NAEC 4 სექტემბერს ჩაატარებს - დეტალური ინსტრუქცია

სასწავლო გრანტი 293-მა სტუდენტმა მოიპოვა ან გაიუმჯობესა - იხილეთ კონკურსის შედეგები

 ბაღებში სააღმზრდელო წელი 15 სექტემბრიდან იწყება - ოფიციალური ინფორმაცია

რჩევები სასწავლო წლის დასაწყისს ნაკლებად სტრესულს გახდის მშობლებისთვისაც

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

„მეამაყება, რომ ჩვენი მოსწავლეები არ ემზადებიან კერძო რეპეტიტორებთან და სკოლის ცოდნით ირიცხებიან უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში“

„როგორც ხელმძღვანელი, ვისურვებდი, არ მოგვკლებოდეს მონდომებული, სწავლაზე ორიებტირებული მოსწავლეები“...

„მადლობას ვუხდით ავტორიზაციის საბჭოს, ექსპერტებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს“... 

„თქვენს მშობლებს, მასწავლებლებს, მეგობრებს მუდამ ეამაყოთ თქვენი ღირსეული ნაბიჯებით“...

საინტერესო

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

სიახლეები
საზოგადოება