| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“, მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულები ყოველთვის გამორჩეულად და შთამბეჭდავად აღინიშნება.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ, ღონისძიებით - „დღე-სასწაული სასწაულ ბავშვებთან!“, აღნიშნეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება, ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში გაიმართა, 1-ელი და მე-7 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლის მონაწილეობით.
ღონისძიების ორგანიზებაში მთელი სასკოლო საზოგადოება იყო ჩართული, სკოლის ქორეოგრაფებმა: გოგი ქლიბაძემ და სოფო ცქიტიშვილმა, მუსიკის პედაგოგმა თეა მიქაბერიძემ და კლასების დამრიგებლებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ღონისძიების დღესასწაულად ქცევაში.
ღონისძიებაზე, სხვადასხვა ზღაპრის გმირები: ფიფქია და 11 ჯუჯა, გრეტელი და ეზელი, პატარა თაგუნები, საყვარელ წუნა და წრუწუნა და „სხვადსხვა ქვეყნის ადამიანები“, ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგნენ და ერთმანეთს სითბო და სიყვარული გაუნაწილეს.
აღსანიშნავია, რომ სცენაზე მრეცხავი ვარდოც იდგა, მეგობრებთან ერთად, წარმოდგენა ვალსის ჯადოსნურ ჰანგებზე აცეკვებულმა ელეგანტურმა წყვილებაც დაამშვენეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, იყო მრავალი ლამაზი, საინტერესო გამოსვლა, რომლებმაც მაყურებელთა დიდი მოწონება და გულწრფელი ტაში დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე სიუჟეტი ადილობრივ ტელევიზი - TV argo-ში გავიდა, რომელსაც სკოლა გვიზიარებს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დღე-სასწაული სასწაულ ბავშვებთან შედგა! ყველა კლასის გამოსვლა იყო კარგად ორგანიზებული, ლამაზი და საინტერესო.
„ბავშვობა ხომ ლამაზი ზღაპარია, რომლის არსებობისა გჯერა და რომლის ხიბლი მთელი ცხოვრება მიგყვება ლამაზ ფიქრებად და მოგონებებად...„ბავშვობა“- ერთი სიტყვა და უამრავი ლამაზი და ტკბილი მოგონება...
ამ სიტყვის გაგონება და წამში ღიმილი მოიცავს სახეს...ყველა დამეთანხმებით, რომ ბავშვობა ყველაზე უდარდელი და ბედნიერი დროა. ვინ იტყვის უარს ბავშვობაში მოგზაურობაზე, სწორედ ასეთ ბავშვობის ჯადოსნურ ქვეყანაში, სადაც მეგობრობა, სიყვარული, სილამაზე ცხოვრობს და სასწაულები ხდება ყოველ წამს მიიწვია „ანაბასისელებმა“, მრავალრიცხოვანი მაყურებლები და სანაქებო მეგზურობა გაუწია სიკეთისა და სასწაულების ამ საოცარ სამყაროში.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ბედნიერ ბავშვობას ვუსურვებთ!
გვინდა ბედნიერი, ლაღი და ღიმილიანი ბავშვობა ვუსურვოთ, მზიანი და ლამაზი დღეებით სავსე იყოს ყველა მათგანის ცხოვრება.!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ღონისძიების ვიდეომასა და სიუჟეტი:
საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა
თანხის გადახდის ბოლო დღე 5 ივნისია
რეგისტრაცია 3 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება - ვის აქვს გამოცდაზე გასვლის უფლება და რა დოკუმენტები დაგჭირდებათ
ექსკურსიის დროს ბოდბის მონასტერში მოსწავლე სიმაღლიდან გადავარდა და მცირე დაზიანებები მიიღო - დეტალები
„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...
ხრიალეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა წელი საზეიმო ღონისძიებით დაასრულეს
დაუვიწყარი დღე პატარა მოსწავლეებისთვის - ცხემლისხიდის საჯარო სკოლა პირველკლასელებს განსაკუთრებული აქტივობით ემშვიდობება
„ვულოცავთ პატარა „ცოდნის მაძიებლებს“ და კვლავ დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!“
19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...