სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მანავის საჯარო სკოლის მეორეკლასელებისთვის გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, სასწავლო-შემეცნებითი ლაშქრობა მოეწყო 
08-06-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის მე-2ბ კლასის მოსწავლეებისთვის გარემოს დაცვის დღის აღსანიშნავად სასწავლო-შემეცნებითი ლაშქრობა მოეწყო.

ლაშქრობას კლასის დამრიგებელი მ. როსტომაშვილი ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებმა სოფლის შემოგარენი დალაშქრეს.

მოსწავლეებმა, დაათვალიერეს სოფლის მიმდებარე ტერიტორია, გაეცნენ მის ბუნებას, დამახასიათებელ მცენარეთა სამყაროს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ბავშვებმა არაფორმალურ გარემოში შეასრულეს ნახატები თემაზე - „ჩემი სოფლის ბუნება“, სადაც საკუთარი თვალით ნანახი ხედები გააცოცხლეს.

დღის ბოლოს პატარებმა იზრუნეს გარემოზე, მის სისუფთავეზე და ტერიტორია, ირგვლივ მიმოფანტული ნარჩენებისაგან გაწმინდეს.

აღსანიშნავია, რომ ამ დღის აღსანიშნავად პატარებმა მთელი რიგი ღონისძიებებიც ჩაატარეს, მათ შორის წარმოადგინეს ნარჩენების გადამუშავებით შექმნილი ძალზე საინტერესო ნამუშევრები.

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ მსგავსი ღონისძიებები უბიძგებს პატარებს, კლიმატის ცვლილების მავნე ზემოქმედებისაგან დედამიწის დამცველ მოქალაქეებად აღიზარდონ.

„მართალია, ისინი ჯერ კიდევ მეორე კლასში არიან, მაგრამ უკვე იციან, რომ ადამიანი ხშირად უყაირათოდ იყენებს მის ხელთ არსებულ რესურსებს, გაუაზრებლად ყრის მათ სანაგვეზე და არ უფიქრდება, როგორ შეიძლება მიიღოს სასარგებლო ნივთები მათი მეორადი გადამუშავებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება