სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წლები მისდევენ წლებს!“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ დამრიგებელს ემშვიდობებიან
07-06-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მორიგი შთამბეჭდავი ღონისძიება - „წლები მისდევენ წლებს!“ გაიმართა. 

აღნიშნული ღონისძებით, მე-4ა კლასის მოსწავლეები პირველ დამრიგებელ თეა ჭუმბურიძეს დაემშვიდობნენ. საზეიმოდ გამოწყობილმა მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი ნომრები წარადგინეს, იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

განსაკუთრებული ოვაციები გოგონებისა და მამების შესრულებულმა ვალსმა დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ქორეოგრაფიული ნომრები ჟანა ბენიძეს ეკუთვნოდა.

საღამოს დასასრულს, პატარებს გზა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ დაულოცა.

„პატარებმა სკოლის სცენაზე არაერთი შთამბეჭდავი ნომერი წარმოადგინეს, მომავალშიც გვამოგზაურეს და მასწავლებლებს მადლიერების სიტყვებით მიმართეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება