სიახლეები
სკოლები

„მზაღო“ - დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი მორიგ ემოციურ ნოველას გვიზიარებს
15-05-2023
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი საკუთარი შემოქმედებით ხშირად გვანებივრებს.

დღესაც, მასწავლებელი მორიგ ემოციურ ნოველას გვიზიარებს. 

ნოველაში - „მზაღო“ ვკითხულობთ სიყვარულის სევდიან ისტორიას, რომელიც ემოციური და გულშიჩამწვდომია. 

                     მზაღო

- გულზე მალამოსავით მედება შენი ზრუნვა, დარდს მიქარვებ შვილო. გახსოვდეს, რომ დედაშვილური სიყვარული ყველაზე უანგარო გრძნობაა, აი მიჯნურობა კი ნამდვილი  თავსატეხია..

- ალბათ არასოდეს გყვარებია და ამიტომ ამბობ ასე...

- ეეხ ჩემო პატარა, მე ყველა გრძნობა ერთად ავითვალწუნე, მამაშენის გარდაცვალების შემდეგ, სანუგეშოდ მხოლოდ მშობლის ინსტიქტი დამრჩა.. სწორედ ამიტომ ხარ ჩემი...

მაცოცხლებელი ...

ჰაერი...

წყალი....

საზრდო და საბადებელი.

შენით მიდგას სული...

- დედიკო,ძალიან მიყვარხარ .. გახსოვდეს არასოდეს მიგატოვებ!

 - რომ გათხოვდები, მაშინაც გაგახსენდება მშობელი??

- მე შენს მეტი არავინ მაბადია, როგორ შეიძლება ამის დავიწყება!

- მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერში ძალიან მარტივად მარწმუნებ, ესე იგი ქორწილია?! ოღონდ გახსოვდეს რომ შენი დანიშვნა მოხდება მხოლოდ  და მხოლოდ სკოლის დამთავრების შემდეგ!

- კი დედა კი, მე ხომ შეგპირდი!

ეეხ ჩემო პატარა, შენ ჯერ არ იცი ოჯახის ნავსაყუდელი, ყველაფერს ვარდისფერი სათვალით უყურებ. არადა ცხოვრება მოკიდებული ხურჯინივით მოულოდნელობებით არის აღსავსე, რომელ საჩუქარს რა  ფორიაქი და გულის ტკივილი მოსდევს არავინ იცის.

 - გამოდის რომ საახალწლო კიდობანივით არის დედა?!

მზაღომ, ბავშვურად ჩაიხითხითა და გამომწვევად შეხედა დედას...

- კი შვილო აბა რა ! ეეხ, რა დროს შენი დაოჯახებაა, ჯერ ისევ პატარა ბავშვივით ანცი და მოუსვენარი ხარ!

 - შენთვის სულ მუდამ პატარა ვიქნები დედა..

  მზაღომ  დიდი სიყვარულით მოხვია ხელი ასაკში შესულ დედას...

                    --------------------------------------------------

   ფართო გადაშლილ ეზოს, მწვანედ აზიდული ხეივანი უმშვენებდა მხარს, ფოთლების ჩრდილში კი უამრავი სასიამოვნო მცენარეს დალანდავდით,  ონკანიდან მთის ცივი ბარაქიანი წყალი ამაყად იწონებდა თავს, საკუთარი სიძლიერით უდიერად სერავდა სარეველა ბალახს. კაკლის ჩრდილში ასაკიანი ქალბატონის დაძაბული ტონი ისმოდა, თითქოს რაღაცაში არწმუნებდა თავზეხელაღებულ ძმისშვილს....

- გიორგი ცივილურად გააანალიზე, ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის?

- არა მამიდა, არა! გასაგებად გეუბნები რომ თუ  ნებით არ გამომყვება ძალით წავიყვან, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა!

- შეყვარებულია გოგო, გესმის თუ არა დანიშნულია! დაასრულებს „ბავში“ სკოლას და ქორწილისთვის დაიწყებენ  მზადებას.

 - ხოდა სწორედ ამ საწადელს არ ავასრულებინებ, ნაკლებად მაინტერესებს მათი სიყვარულის ისტორია, ჩემიც სრულიად საკმარისია ბედნიერებისათვის. ხომ ხედავ  წყალწაღებული ოჯახია, მათთვის ერთი ლუკმა პურიც ცხონებაა, ხოდა ისეთ გასამრჯელოს გადავუხდი დედამისს, რომ მთელი ცხოვრება ჩემს სახელს  ლოცულობდეს.

- მე არ ვიცი რა კრიტერიუმებით აფასებ შენ საკუთარ შესაძლებლობებს, მაგრამ გაითვალისწინე რომ ამ გოგონას ოჯახი  თითით საჩვენებელია მთელს სოფელში, უპატიოსნესი და უკეთილშობილესი ხალხია, დედამისი ოცდახუთი წლის ასაკში დაქვრივდა და დღემდე ღირსეულად ზიდავს ცხოვრების ჭაპანს. ერთადერთ შვილს შეჰყურებს იმედით  და მისი ბედნიერებით იხანგრძლივებს არსებობას.

- მამიდა არ გვინდა ახლა სენტიმენტალიზმი, გულს ვერ ამიჩუყებ. სანამ არ ჩამომიყვანე იქამდე არ მოისვენე, შენ არ იყავი რომ მეუბნებოდი -„რას ამოიხვრჩით მაგ ქალაქში, ჩამოდით სუფთა ჰაერი მაინც ჩაისუნთქეთო-“

ხოდა აი შედეგიც, ისე მომიხდა აქაური გარემო, რომ დაოჯახების სურვილიც კი გამიჩნდა.

- ეგ ირონია შენთვის შეინახე, გეუბნები რომ რომ ქალიშვილის გული და სული  სხვას ეკუთვნის დანარჩენი თავად გადაწყვიტე!

ქალმა მრისხანე თვალებით შეხედა განებივრებულ ძმისშვილს და ამით აგრძნობინა დიდი გულისწყრომა. მამაკაცი მიუხვდა განზრახვას, უნებურად შეარბილა ტონი,  რომელიც მომართული იყო ნათესავის  დაზავებისაკენ...

- მამიდა იცი როგორ მოეწონება დედას, ლამაზი მზაღო?!

- რაღაც არ მგონია! გოგონა უდავოდ ლამაზია, მაგრამ გაჭირვებულ ფენას მიეკუთნება, შენი ამბიციურ დედისთვის კი ეს ხელსაყრელი გარიგება ნამდვილად არ იქნება.

  ქალი გაბრაზებული მიაშტერდა იატაკს, თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობდა, უნებურად დაბალ ხმაზე განაგრძო  საუბარი,  ისე მკვირცხლად ჰკითხავდა და პასუხობდა საკუთარ თავს, რომ მამაკაცი მის ნაუბარს ვერც კი ხვდებოდა..

 -„ ჩემი რძალი სხვას რომ გაჭირვებას დასწამებს, ეს ხომ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!დაავიწყდა მიყრუებული სოფლიდან რომ არის წარმოშვებით, დღეს კი  თავის დედულეთისაკენ გახედვაც არ უნდა. ჩემმა ოჯახმა  განათლება, თავისუფლება  და ძალაუფლება ფიანდაზით მიართვა, რაც შემდეგ უკვე მწარე მარწუხებით დაგვიბრუნდა უკან: ჯერ იყო და მოხუცი მშობლები, სრულიად უმწეო მდგომარეობაში გამოყარა გარეთ  -„მე ავადმყოფების მოსავლელად არ გავჩენილვარ ქვეყანაზეო-! მერე იყო და ერთადერთ გვარის გამგრძელებელს, თავისი უკმეხი ამპარტავნებით მამიდა მოაძულა. წლების შემდეგ, დიდი ძალისხმევით შემოვირიგე, უკვე ზრდასული მამაკაცი, ნებით თუ უნებლიედ ჩამოვიყვანე თავის მიწაწყალზე,  უბედურებაც გზაზე მოგვეწია...სხვის საცოლეს დაადგა ისეთი მკვირცხლი  თვალი რომ, არც მათ შორის ასკობრივი სხვაობა ანაღვლებს, არც ამ საცოდავი გოგოს გრძნობები. აბა რას უნდა მოველოდე ეგოისტი დედის მიერ გაზრდილ შვილისაგან, რომელიც საკუთარი  სურვილების  იქით ვერაფერს ხედავს...ოოოხ ღმერთო, რა წყალში გადავვარდე, ნეტამც წავიდოდეს და თვალით აღარ დავინახავდე, მაგრამ რაღა დროს, გვიანია..გვიანი!

- რას ლაპარაკობ მამიდა??

- არაფერს შვილო ჩემს პრობლემებს ვჩივი...

- ვისთან მამიდა?

- მამა ზეციერთან შვილო, ახლა ის თუ  გვიხსნის უბედურებისაგან!

- რა უცნაური ქალი  ხარ! მე ბედნიერებაზე, სიყვარულზე გესაუბრები, შენ კიდევ რაზე ფიქრობ, თავადაც ვერ გაგიგია...

მამაკაცმა გულგრილად მიიხურა ზურგს უკან  ჭიშკარი და ნელი ნაბიჯით გაუყვა სოფლის გზას!

            -----------------------------------------------------------------------

  მხოლოდ გულქვა ადამიანი ვერ დაინახავდა, იმ უსაზღვრო მიჯნურობას მზაღოსა და ლადოს შორის,  რომელიც ყოველ დღე სურნელოვანი მაისის ვარდივით ჰყვაოდა  და გარეგნულადაც ქრიზანთემებს მოჰგავდა.

 - ლადო იცი მე სიყვარულს გაზაფხულთან ვაიგივებ, მასავით თბილი, სურნელოვანი  და სიცოცხლით სავსეა.

 - მზაღო ნახე, რა ლამაზი მდინარე ჩამოედინება ჩვენს სოფელში, ისეთი მჩქეფარე და მოუსვენარი როგორიც შენ ხარ...

 გოგონას გაუხარდა საყვარელი ადამიანის შეფასება და მჭიდროდ მიეკრა მკერდზე...

მოდი ჩვენი ქორწილი აქ გადავიხადოთ, მდინარის პირას...ამ საოცარ ბუნებაში ახლობელ და საყვარელი ხალხის გარემოცვაში...

მზაღოს თვალები გაუბრწყინა, სახე მთვარესავით გაებადრა, რაც  თანხმობის მომასწავლებელი იყო...

 

„- მე  შენში მიყვარს ოცნება ჩემი,

ხელუხლებელი როგორც - მზის სხივი

მიუწვდომელი - როგორც ედემი-“

  მათი უსაზღვრო სიყვარული ფარული ვნებით ერწყმოდა პოეზიის სხივებს, სიტყვა-სიტყვით გადმოცემული სითბოთი იღვრებოდა გონებასა და გულში...

 მე შენი თითოეული სიტყვის მჯერა ლადო, ეგ რწმენა მაცოცხლებს და იმედის სხივს მმატებს .

   მზაღოს სახლი გახემებული კლდესავით იყო შემართული და სიღატაკისგან  სულს ღაფავდა. იმ შეზარხოშებულ ადამიანს ჰგავდა,  რომელიც ხელკავით  იმაგრებდა თავს, ეს ორი სულიერი არსება სძენდა  ღირსებას მამაკაცისგან მიტოვებულ კერას... სიმდიდრე და ძვირფასეულობა ფუფუნებას არ წარმოადგენდა, რაც გააჩნდათ მამის გამოჯანმრთელებას მოახმარეს. მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ ერთადერთი მამამარჩენალი  გამოეგლიჯათ სიკვდილის  მარწუხებისგან.ყველაფერი კი სავალალო შედეგით დამთავრდა, მამაკაცმა ვერ გაუძლო უნკურნებელ სენს და სრულიად ეულად დასტოვა ორი ყველაზე ძვირფასი ადამიანი..

   დედაშვილმა ახლიდან სცადა დარდთან გამკლავება, სიცოცხლის გაგრძელება. ამასობაში კი მზაღოს სილამაზე ყველას თვალში ჰხვდებოდა, ზოგი ნატა ვაჩნაძესაც კი ადარებდა, მასავით თეთრი კანის სინაზე უმშვენებდა შველივით ასხლეტილ ტანს, შავი მეწამული გიშრის თვალები ვნებიანად დაჰხატვოდა სახეზე, ყორნისფერი თმა დიდი შალივით შემოჰკვართოდა წელზე, სიკეთით აღსავსე მზერა კი ყველა მნახველს აურაცხელ სითბოს ჰგვრიდა...

 უაღრესად ზრდილობიანი და მორცხვი ლადო მზაღოს კლასელი გახლდათ, პირველი კლასიდან ეტრფოდნენ ერთმანეთს, მაღალი მხარბეჭიანი შავგრემანი ვაჟკაცი, ძალიან კარგ ზეგავლენას ახდენდა ქალიშვილზე. ჯიუტად  უმეორებდა, რომ  წარმატებული ექიმი უნდა გამხდარიყო, ეს იყო მისი ოცნებაც და მასაც სწორედ ამ გზას უწინასწარმეტყველებდა... წიგნებში ჩარგულ მზაღოს, ხანდახან  სიზარმაცე დასძლევდა, მაგრამ როგორც კი ლადოს უკმაყოფილო სახეს წარმოიდგენდა, მაშინვე სინდისის ქეჯნა ახსენებდა თავს..

                    ------------------------

 გამარჯობა  თამრო , როგორ ხარ?

  რაო დაგპატიჟეს კარის მეზობლებმა ქორწილში თუ გვერდი აგაქციეს, როგორც სჩვევიათ ხოლმე?

 ეეეხ ჩემო ნანა მანდ რომ ფეხის დამდგმელი არ ვარ, ეგ თავადაც კარგად იციან, უნამუსი ხალხი ყოფილან!

- ასეა თამრო მეც მაგრე ვფიქრობ, ღმერთი არ აპატიებთ, ამხელა გრძნობის ფეხქვეშ გათელვას. ხომ გაგიგონია სხვის უბედურებაზე ბედნიერებას ვერ ააგებ, ამათ კი მოინდომეს ერთი ნახტომით ცხოვრების გარდაქმნა სათავისოდ..

- ეეეხ, რომ მახსენდება ამ ბავშვების უსაზღვრო ტრფობა, როგორ წავიდე იმ უწმინდურებთან, როგორ დავლიო ახლად შეუღლებულების სადღეგრძელო?!

არა ჩემო დაო, ვერ წავალ ვერ ვუყურებ ჩვენს ლამაზ გოგოს, მის ფერწასულ ნაღვლიან სახეს, რაც მოიტაცეს იმის მერე თურმე ცრემლი არ მოშორებია თვალზე.

- აბა რა იქნებოდა, გვერდიდან ააგლიჯეს საქმროს და თავად დაისვეს სარძლოდ.

საცოდავი ლადო ერთი თვე უიმედოდ ეძებდა და ვერსგზით ვერ იპოვა. ახლა დედამისს გაუგზავნია შორს თავისი მიწაწყლიდან ჭკუიდან არ გადასულიყო, დარდისგან განადგურდა ულამაზესი ვაჟკაცი, ეს გადაწყვეტილება რომ არა, ალბათ საერთოდ გამოგვეცლებოდა ხელიდან...

- ჯანდაბამდეც გზა ჰქონია მაგ გავერანებულ, გატუტუცებულ ბიჭს, მზაღო კი მეცოდება, მაგათ ხელში. ეეხ, ღმერთ სამართალი სად არის, სად?!

   მორთულ- მოვარაყებული მდიდრული სეფა ზღაპრულ ნადიმს მოგაგონებდათ, ნაირფერ გრილიანდებით მორთული  გარემო და საგულდაგულოდ გამოწყობილი სტუმრები კი საუცხოო შთაბეჭდილებას სძენდა. მხოლოდ ლამაზი მზაღო ტიროდა უთქმელი, უტყვი ტკივილით გაჟღენთილი ცრემლებით.

  - ნეფე- დედოფალს გაუმრაჯოს!!!

 თამადის ხმამ ჭექაქუხილივით იელვა პატარძლის გონებაში...

  - ფეხზე ადექი, ხომ ხედავ გვადღეგრძელებენ!

  - მზაღომ დაცვარული თვალებით შეხედა ქმარს, იქნებ შევიდეს ჩემს მდგომარეობაში და დამანებოს  თავიო...

- ადექი თქო!

 მამაკაცმა მრისხანედ დააკვესა თვალები და ამით აგრძნობინა, თავისი ნაცადი ხერხის გამოყენება, რაც საკმაოდ მაცნობი იყო გოგონასთვის.

- არ შემიძლია ცუდად ვარ..

- მე დაგიჭერ, ადექი!- შენ ეს პატივცემული ხალხი სოფლის დაჩაჩანაკებული გლახაკები ხომ არ გგონია!

 მზაღო ფეხზე ვაივაგლახით წამოდგა, ამდენმა უჭმელობამ თავისი ქნა, ის სინაზე დაუკარგა რაც ყველას ერთი ნახვით ატყვევბდა, რამოდენიმეჯერ შეტორტმანდა კიდეც, მამაკაცმა ამრეზით შეხედა, მკლავებში ისე ძლიერ გამოსდო ხელი, რომ ტკივილისგან ფერმიხდილი ქალი სკამზე დაენარცხა, ცრემლებმა კი თვითნებურად გაიკვლიეს გზა სევდიან სახეზე.

------------------------------------------------------------------------------------

  მდიდრული ავეჯით გაწყობილი სახლი, რელიქვიებით და ძვირფასო ავეჯით იყო გაწყობილი,  ყოველი დეტალი საკუთარ ნიშნულს  უსიტყვოდ გადმოსცემდა, თითქოს მუზეუმში - ექსპონანტების შემადგენელი ნაწილი ყოფილიყოს.

 მზაღოს ყველაზე მეტად ნახატები მოსწონდა, განსაკუთრებით მოდელიანის ჟანას შესცქეროდა,  ნაღვლიანი თვალებით გულში გაიელვებდა ხოლმე „რა ბედნიერია ჟანა, ის თავის სიყვარულს გაჰყვა მე კი ამ წუმპეში ვიხრჩობი, მეც მინდა მასთან! უნებურად ამოტივტივდებოდა ხოლმე სოფელში გატარებული ტკბილი დღეები  და უდიდესი ტკივილი დაადგებოდა გულზე ჭვალად.

- გამუდმებით ერთ წერტილს შესცქერი, რამდენი წელია ერთად ვცხოვრბთ და შენს სიჯიუტეს ბოლო არ უჩანს, არც არაფერი გესმის, სწავლაზე ხომ საუბარი ზედმეტია. იმ  წუმპეს არ უნდა გამოცდენილიყავი, შენი უზნეობა ფართო საზოგადოებაში გამოსატანი  არ იყო.

 - რა გინდა რას მერჩი?

- უვიცი ხარ, უვიცი!

- ხომ იცოდი რაც ვიყავი, რატომ მომიყვანე ცოლად?

მზაღოს  თავის კონტროლი უჭირდა.

- იმიტომ რომ ჩემი სურვილი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე შენი გაუთვალისწინებელი გარემოება..

- არანაირი „პერსპექტივა“ არ გაგაჩნია, დაჩაჩანაკებული უძლური, გაუნათლებელი სოფლის „ხეპრე“ ხარ, შენი გამოწვრთნა გვიანია, მხოლოდ ფაშატივით უნდა გაგხედნოს კაცმა, მეცოდები რომ გიყურებ..

- როცა ცხოვრებას მინგრევდი, მაშინ თუ ფიქრობდი ამაზე?

- რეებს ბოდავ „გომბიო“?!  იმ საღორედან გამოგათრიე და ადამიანურ ცხოვრებას გაზიარე, წესით მადლიერი უნდა იყო, მაგრამ სად გაქვთ შეგნება შენ და დედაშენს..

 მზაღო დედის ხსენებამ ძალიან გააღიზიანა...

- უნამუსო, მშობელს როგორ ეხები?

- აჰა გასაგებია, მოგივიდა ჭკუის სწავლების დრო!

 მამაკაცმა სარტყელი შეიხსნა, სხარტად  მოზიდა და ისეთი სისწარფით გადააწნა გოგონას წელზე, რომ გაქცევაც კი ვერ მოასწრო, ან სად ააქვს გასაქცევი დედასთან?-  უკვე წლებია არც კი უნახავს, ამის უფლებას არ აძლევდა „მადლიანი ოჯახი“. რა გინდა იმ სანაგვეში? რა დაგრჩენია მაგ წუმპეშიო?“ ასე მოიხსენიებდა რძლის დედულეთს დედამთილი. მაინც არ შეეპუა მზაღო და ერთხელ გაპარვაც კი განიზრახა, ქმარმა გზაში დაიჭირა გოგონა და ისე სცემა რომ რამოდენიმე კვირა დასჭირდა  რეაბილიტაციისთვის.

  ყოველდღიურმა ძალადაბომ თავისი დაღი დაასვა ერთ დროს სილამაზით განთქმულ მზაღოს, არაფერი ანაღვლებდა მხოლოდ ზიზღით ცხოვრებდა და სურვილით, რომ როგორმე მოშორებოდა ამ ავბედით ოჯახს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ბოლოჯერ ეცადა ბედი, მისაღებში მეუღლე დაიმარტოხელა და მშვიდი ტონით მიუგო....

 - ხომ ხედავ რომ უკვე სრულიად უცხო ვართ ერთმანეთისათვის, ჩემი სოციალური ფენის გამო, ადამიანურად აღქმა გიჭირთ, ცხადია რომ გძულვართ! ჩვენს შორის არასოდეს ყოფილა ცოლქმრული სიყვარული, უბრალო პატივისცემაც კი გვერდით მოვიტოვეთ... შენში მხოლოდ ცხოველური ჟინი არსებობდა, რომელიც პირველივე ღამეს გაჰყვა ჩრდილივით. ახლა, მოგბეზრდა ძველი სათამაშო და ვგრძნობ, რომ ახალი გინდა, ხოდა იყავი შენს ნებაზე, დაქორწინდი, შვილები გაზარდე, ოღონდ მე გამიშვი იქ, საიდანაც მომიყვანე გთხოვ...

  მამაკაცი ჩაუკვირდა მზაღოს სიტყვებს მიხვდა რომ მის წინ ზრდასრული ქალი იდგა, გააზრებული გათვიცნობიერებული გონებით, მოულოდნელად წარმოსთქვა:  კი ბატონო წაბრძანდი გზა ხსნილია, მე უკვე ყელში ამომიხვედი, დავიღალე შენი სწავლებით და უკვე ცემითაც კი, არაფერი არ გცვლის, მაგრამ იცოდე თუ დედაშენთან მიდიხარ, ის დიდი ხნის დაღუპულია, იქ არავინ დაგხვდება.

 მზაღოს ამ სიტყვების გაგონებაზე, მხოლოდ ცრემლი მოადგა თვალზე,  სიმწრით შეხედა ტირანს და სამუდამოდ გამოიხურა, ბედკრული წარსულის  კარი..

                 ------------------------------------------------

   ექიმო როგორ ბრძანდებით? მიხარია რომ  როგორც იქნა თქვენს კუთხეს დაუბრუნდით.

- ეეხ, ვინ მოიფიქრებდა, რომ მე აქ ფეხს დავდგამდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, გაუსაძლისად  მენატრებოდა ჩემი დედულეთი.

-მართალს ბრძანებთ! თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ, ჩვენს სოფელს დიდი ხანია ასეთი კვალიფიციური კადრი არ ჰყოლია, უზომოდ მადლიერები ვართ !

- მთლად ასეც ნუ გამანებივრებთ, თორემ შემრცხვება და გავწითლდები..

   ამ სასიამოვნო დიალოგს მესამე ექიმიც შემოესწრო  მისი ცივი გამომეტყველება მომხვდურებს მოსალოდნელ ავდარზე  მიუთითთებდა...

- რა მოხდა ექიმო?

 უბედურება ჩემო კარგო, უბედურება!

ამოიღე ხმა ნუ გვტანჯავ! დახმარება ხომ არ გინდათ?

- გვიანია!

გარდაიცვალა?

არა უკანასკნელ წუთებს ითვლის..

-.სანამ რამეს მკითხავდეთ, აი მისამართი - ეს გეტყვით ჩემს სათქმელს.

- მამაკაცმა დახედა თხელ ფურცელზე დატანილ მისამართს

-ეს ხომ?!

-კი ლადო ექიმო, ის არის!

   მომხვდურმა ღრმად ამოისუნთქა თან ამოაყოლა ქალური თანადგომა, რომელსაც გულწრფელად განიცდიდა ავადმყოფის მიმართ. სიბრალული გულზე ებჯინებოდა, სიტყვები კი თავისთავად სცლიდნენ გულზე მოწოლილ დარდს და ვარამს.

 ამ პაციენტს ჩვენს სოფელში ყველა იცნობს უკვე წლებია სნეულებისაგან გაუსაძლისი ტკივილებს განიცდის სრულიად ეული - შიმშილისაგან გამოიფიტა და განახევრდა, დედის გარდაცვალების შემდეგ ლოგინს მიეჯაჭვა, არავის დანახვა არ სურს, ხანდახან თუ შეიშმუშნება ტკივილისაგან და ასე ვხვდებით რომ სული უდგია, მეზობლები არ ვანებებთ სიკვდილს, მაგრამ ახლა უკვე ვერაფერს გავხდებით...

- თქვენ მიბრძანდით გაესაუბრეთ, იქნებ  ბოლო ამოსუნთქვა, მაინც ჰქონდეს მშვიდი...

- ეგ მეორედ არ სთქვა! ლადოს  ხმა უკანკალდა, თუმცა თვალებში იმედის სხივი აუკიაფდა - ის მე არასოდეს დამტოვებს!.

- ღმერთმა ქნას ექიმო, ღმერთმა გისმინოთ!

 ლადო რაც მეტად უახლოვდებოდა ნაცნობ ქუჩის სიძველისაგან გახევებულ სახლის კედლებს, მით უფრო მძაფრად უცემდა გული, შემოდგომის ფოთოლივით ცახცახებდა, ყვითლდებოდა წითლდებოდა, მალიმალ გადასდიოდა ნერვიულობისაგან ფერი...

ეს პატარა ნავსაყუდელი ხომ მისი ბედნიერების სავანე იყო, ლაღი ცხოვრების დასაბამი და დასასრულიც კი..

 ფრთხილად შეაღო კარი ოთახში გამეფებულ ცივმა ჰაერმა საუბრის უნარი წაართვა. სახლი  შელახული იერსახით მდუმარედ შესცქეროდა სტუმარს, სადაც ერთ დროს სიყვარული, სითბო და კეთილშობილება სუფევდა. ახლა კი ყველაფერი ყინულოვან სფეროს დამსგავსებია, სადაც ყოველივე მტვერივით განიფანტა ჰაერში!

 სანამ ცრემლი მოადგებოდა თვალზე, იქამდე შეამჩნია. რკინის საწოლზე ძველისძველ ქვეშაგებში გახვეული ტკივილისგან დაკლაკნილი სულიერი არსება.

თითქოს ფეხები მოეკვეთა ლადოს, მაგრამ სისუსტის დრო არ იყო, ახლა თავი ხელში უნდა აეყვანა... ნეტავ მაშინაც ასე მოქცეულიყო და იმ ტირანის ხელში არ ჩაეგდო უსუსური გოგო, არწივივით  ფრთებქვეშ მოექცია არ გეშვა ხელიდან, არ გაენადგურებინა საკუთარი და მისი ცხოვრება... ამდენი წლების შემდეგ ისევ თავისი სიყვარულის წინ იდგა, მაგრამ უკვე გამოფიტული სხეული უსერავდა გულს...

ნელა მოჰკიდა ხელი ავადმყოფს,  გადმოატრიალა თავისაკენ და როდესაც მზაღოს ტკივილისგან დასერილ სახეს წააწყდა უფრო მეტად განადგურდა, არ შეეპუა განგებას...ჩუმად დაუძახა...

მზაღო...ფრთხილად გადაუსვა გადათეთრებულ თმაზე ხელი..

- გესმის ჩემი?

-მზაღომ ოდნავ გაახილა თვალი, ლადო დაინახა თუ არა მივიწყებული ღიმილი გაუჩნდა სახეზე....

- ცოტაც გაუძელი და მოგარჩენ “ჩემო“, ფეხზე დაგაყენებ გპირდები გესმის, ხომ გჯერა ჩემი?!

- ქალმა რაღაც დაბალ ხმაზე წაილუღლუღა..

-ექიმმა თავი ახლოს მიუტანა, რომ უკეთესად გაეგო ნათქვამი...

ნუ მიმატოვებ!  ამ სიტყვებით  ქალმა საუკუნოდ მილულა თვალები, შემდგ იყო სიმწრის ცრემლები, რომელიც მთელი ცხოვრება მარგალიტებივით ებადა ლადოს, სიყვარულის სიმბოლოდ!

 სოფელში დღესაც სიყვარულით იხსენებენ  ლამაზ მზაღოს,  ბედნიერებით  მონავარდე სოფლის შარა-გზაზე.

                                                                                                                                                    ნინო დოხტურიშვილი


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
„სიმართლე აუცილებლად იზეიმებს... ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული...“ - პატრიარქის ეპისტოლე
„– აბა, აღსდგა ქრისტე? – ჭეშმარიტად, მასწავლებელო…!” - 5 მაისს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
 ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა
5-6 მაისს ტრანსპორტის სამუშაო განრიგი იცვლება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება