სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლა კვირეულს - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ საინტერესო აქტივობით შეუერთდა 
10-05-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლაში კვირეული - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ჩატარდა. მის ფარგლებში, მოსწავლე-მასწავლებლებმა წიგნი - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ შექმნეს. აღნიშნულ წიგნში ის ისტორიული ძეგლები იყო წარმოდგენილი, რომლებიც ერის ისტორიული სიამაყე და საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

აქტივობაში ყველა უდიდესი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო. 

„აფხაზეთო ჩემო ,ჩემო აფხაზეთო,
ჭრილობა და ცრემლი
შენ ხარ ერთადერთო ,
სიყვარულის,ძმობის
და სიმღერის ფესვო,
ჩემი ზღვა და მიწა
დამიბრუნე ღმერთო.
დრო დადგება, იმედის დღე
ასრულდება ვიცი,
და ღიმილი შეცვლის უმალ
ბავშვის მწარე ქვითინს.
მოგეხვევა,დამშვიდება
შენი სითბოს ხიბლში
სიყვარული გაიმარჯვებს
და ნათელი მისი.

აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებთან პოზიტიური ურთიერთობის დასამყარებლად მნიშვნელოვანია ჩვენმა თაობამ იცოდეს აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, მისი წარსული და თანამედროვეობა.
ჟამთა სიმუხთლემ მორდუობის სიყვარულით შედუღაბებული აფხაზნი და ქართველნი დააშორა. აფხაზეთის ომი დიდი ტკივილი და სულის გმინვაა ქართველი და აფხაზი ძმებისა. ეს სევდა ჩანს სწორედ იმ ფოტოებში, რომელიც ამ ომს ასახავს.
დარწმუნებულნი ვართ, რომ როგორც ჩვენი სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი ბრძანებს, „კვლავ ვიხილავ აფხაზეთს დედასაქართველოს უბეში ჩაკრულს“. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოცნებაც ხომ ეს იყო, ეხილა მრავალჭირნახული საქართველო ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი.
გვჯერა, სიკეთე იზაიმებს და 21-ე საუკუნის მიჯნაზე ახალი თაობა აღადგენს ჩატეხილ ხიდს აფხაზებსა და ქართველებს შორის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება