სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
10-05-2023
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვან მოვლენებსა და თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ.

ბავშვები ამჯერად, სოფელ ტყვირის კლუბში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

მათ ღონისძიებაზე მრავალფეროვანი პროგრამა წარადგინეს.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ქორეოგრაფიული ანსამბლი - „შევარდენი“, რომლის ხელმძღვანელი  - გიორგი შუბლაძე გახლავთ. 

ტყვირის სკოლის მუსიკის პედაგოგის - რუსუდან შუბითიძის მომზადებულმა მოსწავლეებმა კი ღონისძიებაზე  სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს.
  
ღონისძიებაზე წარმატებით წარდგა ტყვირის კლუბის ხელმძღვანელი  - ელპიტი ლასარეიშვილი.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რაიონიდან მოწვეული სტუმერები, ადგილობრივი თვითმართველობის წამომადგენლები, სოფლის  მოსახლეობა. 

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება