| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და ინტელექტუალურ შეჯიბრში მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში - „რა?, სად?, როდის?“ მონაწილეობდნენ.
აღნიშნული შეჯიბრი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით საჯარო და კერძო სკოლებს შორის გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობდა 33 საჯარო და კერძო სკოლა, სადაც ზესტაფონის N5 სკოლის გუნდმა დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი.
ნორჩი მოაზროვნეების გუნდს, რომლის შემადგენლობაში მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები - ელენე ფუტკარაძე (კაპიტანი), გიორგი ჩხეიძე, ნატალი ბარბაქაძე, ელენე ჩუბინიძე, ლიზი კიკნაველიძე და გიორგი კახნიაშვილი იყვნენ, ხელმძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი ხათუნა ჩიტორელიძე.
„სკოლის დირექცია და პედაგოგები სიყვარულით ულოცავენ ამ გამარჯვებას მოაზროვნეებს და შემდგომ წარმატებებს უსურვებენ, სკოლის სასახელოდ და საამაყოდ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა