სიახლეები
სიახლეები

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აღიარებული საწვრთნელი კურსების (პროგრამების) ინსტრუქტორებისა და შემფასებლების მიმართ
23-04-2023
-
+


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აღიარებული საწვრთნელი კურსების (პროგრამების) ინსტრუქტორებისა და შემფასებლების მიმართ


აღიარებული საწვრთნელი კურსი ( პროგრამა )

ინსტრუქტორი და / ან შემფასებელი

საბაზისო წვრთნები (BST), რეგულაცია VI/1

პირადი გადარჩენის მეთოდები

ცხრილი A-VI/1-1

1. უნდა ფლობდეს პირადი გადარჩენის მეთოდების კვალიფიკაციის სერტიფიკატს; და

2. უნდა ფლობდეს სავახტო თანაშემწის ან სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატს; და

3. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის ან სავახტო მექანიკოსის არანაკლებ 12 (თორმე ტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა

ცხრილი A-VI/1-2

1. უნდა ფლობდეს ხანძრის თავიდან აცილების და ხანძართან ბრძოლის კვალიფიკაციის სერტიფიკატს;

2. უნდა ფლობდეს სავახტო თანაშემწის ან სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატს; და

3. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწედ ან სავახტო მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

ელემენტარული პირველადი დახმარება ცხრილი A-VI/1-3

1. დიპლომირებული მედიკოსი სამედიცინო სფეროში მუშაობის 3(სამი) -წლიანი გამოცდილებით ან პირი, მეცნიერებათა ხარისხის წოდებით, რომელსაც გააჩნია სამედიცინო დახმარების მომზადება/გადამზადების გავლის კურსი და აქვს სამედიცინო ფაკულტეტზე ლექტორად მუშაობის 3 (სამი)-წლიანი გამოცდილება.

ან

2. საგემბანე განყოფილების მართვის დონის მეზღვაური, რომელსაც გააჩნია სამედიცინო პირველადი დახმარების ან/და სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი.

 

 პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა

ცხრილი A-VI/1-4

1. უნდა ჰქონდეს გავლილი საბაზისო წვრთნების კურსი;

2. უნდა ფლობდეს სავახტო თანაშემწის ან სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატს; და

3. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის ან სავახტო მექანიკოსის ან უფრო მაღალ რანგში ნაოსნობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა და სამაშველო კატარღების მართვა, გარდა სწრაფმავალი სამაშველო კატარღებისა (FRB),

ცხრილი A-VI/2-1

1. უნდა ფლობდეს FRB კვალიფიკაციის სერტიფიკატს; და

2. უნდა ფლობდეს სავახტო თანაშემწის ან სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატს; და

3. უნდა გააჩნდეს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი FRB კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღების შემდეგ.

 

სწრაფმავალი სამაშველო კატარღების მართვა (FRB), ცხრილი A-VI/2-2

1. უნდა ფლობდეს FRB კვალიფიკაციის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის ან სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი;

3. უნდა გააჩნდეს სწარფმავალი სამაშველო კატარღით აღჭურვილ გემზე არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღების შემდეგ.

ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი (AFT)

ცხრილი A-VI/3

1. უნდა ფლობდეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსის სერტიფიკატს;

2. უნდა იყოს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი;

  და

3. უნდა გააჩნდეს მართვის დონეზე არანაკლებ 6-თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

პირველადი სამედიცინო დახმარება (MFC),

ცხრილი A-VI/4-1

1. დიპლომირებული მედიკოსი სამედიცინო სფეროში მუშაობის 3(სამი)-წლიანი გამოცდილებით ან პირი, მეცნიერებათა ხარისხის წოდებით, რომელსაც გააჩნია სამედიცინო დახმარების მომზადება/გადამზადების გავლის კურსი და აქვს სამედიცინო ფაკულტეტზე ლექტორად მუშაობის 3(სამი) -წლიანი გამოცდილება.

სამედიცინო მომსახურება (MFC)

ცხრილი A-VI-4-2

1. დიპლომირებული მედიკოსი სამედიცინო სფეროში მუშაობის 3(სამი) -წლიანი გამოცდილებით ან პირი, მეცნიერებათა ხარისხის წოდებით, რომელსაც გააჩნია სამედიცინო დახმარების მომზადება/გადამზადების გავლის კურსი და აქვს სამედიცინო ფაკულტეტზე ლექტორად მუშაობის 3(სამი) -წლიანი გამოცდილება.

გემის უშიშროების ოფიცერი (SSO)

ცხრილი A-VI/5

1. უნდა ფლობდეს გემის უშიშროების ოფიცრის სერტიფიკატს;

2. უნდა ფლობდეს საგემბანე განყოფილების მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატს; და

3. უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებულის ნაოსნობის სტაჟი 2004 წლის შემდეგ. ან

4. უნდა გააჩნდეს გემის/ ნავსადგურის უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობის არანაკლებ 5 (ხუთი) წლის სტაჟი, 2004 წლის შემდეგ, უშიშროების განსაკუთრებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები დააღნიშნულთან მიმართებით უნდა ჰქონდეს გავლილი მომზადება/გადამზადების კურსი.

 

უშიშროებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები (SEC)

ცხრილი A-VI/6-1

1. უნდა ფლობდეს გემის უშიშროების ოფიცრის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილების ექსპლოატაციის ან მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს ოფიცრად მუშაობის მინიმუმ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 2004 წლის შემდეგ. ან

4. უნდა გააჩნდეს გემის/ ნავსადგურის უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობის არანაკლებ 5 (ხუთი) წლის სტაჟი 2004 წლის შემდეგ, უშიშროების განსაკუთრებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები და აღნიშნულთან მიმართებით უნდა ჰქონდეს გავლილიმომზადება/გადამზადების კურსი.

 

 

უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებები (SEC)

ცხრილი A-VI/6-2

1. უნდა ფლობდეს გემის უშიშროების ოფიცრის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილების ექსპლოატაციის ან მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

 3. უნდა გააჩნდეს ოფიცრად მუშაობის მინიმუმ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 2004 წლის შემდეგ. ან

4. უნდა გააჩნდეს გემის/ ნავსადგურის უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობის არანაკლებ 5 (ხუთი) წლის სტაჟი 2004 წლის შემდეგ, უშიშროების განსაკუთრებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები და აღნიშნულთან მიმართებით უნდა ჰქონდეს გავლილი მომზადება/გადამზადების კურსი.

 

ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნები (OCG)

ცხრილი A-V/1-1-1

1. უნდა ფლობდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის ან ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილების ექსპლოატაციის ან მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს ნავთობმზიდ ან ქიმმზიდ ტანკერებზე ექსპლოატაციის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12-თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა (OCG)

ცხრილი A-V/1-1-2

1. უნდა ფლობდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილების მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გაჩნდეს ნავთობმზიდ ტანკერებზე საგემბანე განყოფილებაში მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12-თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა (OCG)

 ცხრილი A-V/1-1-3

 1. უნდა ფლობდეს ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

 2. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილების მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

 3. უნდა გააჩნდეს ქიმმზიდ ტანკერებზე საგემბანე განყოფილებაში მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნა (LPG)

 ცხრილი A-V/1-2-1

1. უნდა ფლობდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

 2. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილების ექსპლოატაციის ან მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

 3. უნდა გაჩნდეს:

3.1. თხევად აირმზიდ ტანკერებზე მართვის ან ექსპლოატაციის დონეზე ცურვის არანაკლებ 12 (თორმეტი)- თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; ან

3.2. სატვირთო ოპერაციების მართვის (Loading Master) არანაკლებ 2 -წლიანი გამოცდილება.

თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა (LPG)

 ცხრილი A-V/1-2-2

1. უნდა ფლობდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილების მართვის დონის კვალიფიკაციის სერტიფიკატები;

და

3. უნდა გააჩნდეს:

3.1. თხევად აირმზიდ ტანკერებზე საგემბანე განყოფილებაში მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; ან

3.2. სატვირთო ოპერაციების მართვის (Loading Master) არანაკლებ 2 -წლიანი გამოცდილება.

არაორგანიზებული ხალხის მასების მართვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები მგზავრთა მომსახურე პერსონალისათვის (PSS)

 სექცია A-V/2(.1) და (.2)

1. უნდა ფლობდეს არაორგანიზებული ხალხის მასების მართვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები მგზავრთა მომსახურე პერსონალისათვის წვრთნის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის (ან უფრო მაღალი) კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი სამგზავრო გემებზე.

კრიზისის მართვა და ადამიანთა ქცევა, მგზავრების უსაფრთხოების, ტვირთის უსაფრთხოებისა და გემის კორპუსის სიმტკიცის უზრუნველყოფა (PSS)

 სექცია A-V/2(.3) და (.4)

1. უნდა ფლობდეს კრიზისის მართვას და ადამიანთა ქცევას, მგზავრების უსაფრთხოების, ტვირთის უსაფრთხოებისა და გემის კორპუსის სიმტკიცის უზრუნველყოფის წვრთნის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი სამგზავრო გემებზე.

GMDSS რადიოოპერატორი,

 ცხრილი A-IV/2

1. უნდა გააჩნდეს რადიოოპერატორის სერტიფიკატი; და

1.1. უნდა გააჩნდეს GMDSS -ით აღჭურვილ გემზე სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 16 (თექვსმეტი) თვის სტაჟი, როგორც მოითხოვება SOLAS ’74-ით; ან

 1.2. საზღვაო სფეროში GMDSS რადიოოპერატორად მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი.

ელექტრონულ-კარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემის (ეკმდის) გამოყენება (ECS)

1. უნდა ჰქონდეს გავლილი ეკმდის-ის გამოყენების წვრთნა და მისი გაახლებული ვერსია (2012);

2. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის (ან უფრო მაღალი) კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს ეკმდის-ით აღჭურვილ გემზე არანაკლებ 12 თვის სავახტო თანაშემწედ მუშაობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

ინსტრუქტორების წვრთნის კურსი (IMO მოდელკურსი 6.09) (TOT)

 1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

 ინსტრუქტორების მწვრთნელის სპეციალური კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ან

2. გააჩნდეს მინიმუმ 3-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება;

გააჩნდეს საზღვაო სფეროსთან დაკავშირებული ცოდნა, რაც დასტურდება განათლებით ან სტაჟით; და

 ინსტრუქტორების მწვრთნელის სპეციალური კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სიმულატორის ინსტრუქტორების (IMO მოდელკურსი 6.10) წვრთნის კურსი (TOT)

1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

2. სიმულატორის ინსტრუქტორების მწვრთნელის სპეციალური კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საშიში და მავნე ნივთიერებების შეფუთული ან ნაყარი სახით გადაზიდვის მეთოდები (CDH)

1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის გემწამყვანის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

2. უნდა გააჩნდეს მშრალტვირმზიდი ტიპის გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 12 (თორმეტი)-თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა (ETM)

1. უნდა ფლობდეს სამანქანე განყოფილების რესურსების მართვის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს სამანქანე განყოფილების მართვის დონის მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონის მექანიკოსად მუშაობის მინიმუმ 12 (თორმეტი) თვის ნაოსნობის სტაჟი,

სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა (BTM)

1. უნდა ფლობდეს სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილების მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 12 (თორმეტი) თვის ნაოსნობის სტაჟი,

ხელმძღვანელობა და გუნდური მართვა (LDT)

1. უნდა ფლობდეს ხელმძღვანელობის და გუნდური მართვის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 12 (თორმეტი) თვის ნაოსნობის სტაჟი.

ხელმძღვანელობა და მართვის უნარ-ჩვევები (LDM)

1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

2. უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 12 (თორმეტი) თვის ნაოსნობის სტაჟი,

რადიოლოკაციური ნაოსნობა, რადილოკაციური გავლება, არლგს გამოყენება (RNA)

1. უნდა გააჩნდეს რადარი, არლგს ხიდურის გუნდური მართვის და საძიებო სამაშველო ოპერაციების სერტიფიკატი;

2. უნდა გააჩნდეს ექსპლოატაციის ან/და მართვისდონის (გემთწამყვანი) კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილებაში ექსპლოატაციის დონეზე არანაკლებ 12(თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

რადარი, არლგს ხიდურის გუნდური მართვა და საძიებო-სამაშველო ოპერაციები (RBS)

1. უნდა გააჩნდეს რადარი, არლგს ხიდურის გუნდური მართვა და საძიებო-სამაშველო ოპერაციების სერტიფიკატი;

2. უნდა გააჩნდეს ექსპლოატაციის ან/და მართვის დონის (გემთწამყვანი) კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილებაში ექსპლოატაციის დონეზე გემზე მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა (CBO)

1. უნდა ფლობდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გაჩნდეს ნავთობმზიდ ტანკერებზე მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა (CBC)

1. უნდა ფლობდეს ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს ქიმმზიდ ტანკერებზე მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

მაღალი ძაბვა (HVC)

1. უნდა გააჩნდეს მაღალი ძაბვის სერტიფიკატი;

2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის გემის მექანიკოსის ან ექსპლუატაციის დონის ელექტრომექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს კომპეტენციის სერტიფიკატის შესაბამის თანამდებობაზე გემზე ცურვის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

გემის პერსონალის წევრი (PER)

1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

2. უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

თევზსაჭერი გემის პერსონალის უსაფრთხოების საბაზისო წვრთნა

1. ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც განსაზღვრულია „საბაზისო წვრთნები“ ინსტრუქტორისთვის.

გემის მართვა და მანევრირება (SHC)

1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის გემთწამყვანის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

2. უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 24 (ოცდაოთხი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

ხანძართან ბრძოლის ხმელეთზე განლაგებული ტრენაჟორული წვრთნა (SBF)

1. უნდა ფლობდეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსის სერტიფიკატს;

2. უნდა იყოს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი;

და

3. უნდა გააჩნდეს მართვის დონის არანაკლებ 6-თვიანი ნაოსნობის დამტკიცებული სტაჟი. ან

4. იყოს მეხანძრე მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟით.

ნედლი ნავთობით რეცხვის სისტემა (IGC)

1. უნდა ფლობდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილების მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს ნავთობმზიდ ტანკერებზე საგემბანე განყოფილებაში მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12- თვიანი დამტკიცებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 20 000 ტონაზე მეტი დედვეიტის გემებზე, ან 8000 ტონაზე მეტი დედვეიტის გემებზე, რომლებიც აშენებულია 2016 წლის შემდგომ.

ინერტული აირების სისტემის გამოყენება (COW)

1. უნდა ფლობდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილების მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს ნავთობმზიდ ტანკერებზე საგემბანე განყოფილებაში მართვის დონეზე ცურვის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

საზღვაო კულინარია

მოითხოვება რამდენიმე ინსტრუქტორი:

 1. უნდა გააჩნდეს უმაღლესი იურიდიული განათლება საზღვაო სფეროში ან/და იურიდიული განათლება, რომელიც დასტურდება საზღვაო სფეროში მუშაობის გამოცდილებით ან პუბლიკაციით;

2. უნდა გააჩნდეს უმაღლესი საინჟინრო/საზღვაოსნო მეცნიერებათა სფეროს ან მასთან გათანაბრებული განათლება;

3. უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ინგლისური ენის ფილოლოგიაში ან ინგლისური ენის სწავლების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან – უმაღლესი საინჟინრო/საზღვაოსნო მეცნიერებათა სფეროს ან მასთან გათანაბრებული განათლება და საზღვაო სფეროში მუშაობის გამოცდილება ან პუბლიკაცია;

4. უნდა გააჩნდეს საექიმო განათლება/დიპლომირებული მედიკოსი;

5. უნდა გააჩნდეს კულინარიის ხელოვნების/მზარეულის კვალიფიკაცია ან არანაკლებ 3 (სამი)-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფართო პროფილის სამზარეულოში.

აირზე და დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საბაზისო წვრთნა (IGB)

 

 1. უნდა გააჩნდეს აირმზიდ გემებზე მართვის ან ექსპლუატაციის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12-თვიანი გამოცდილება.

აირზე და დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის სპეციალიზებული წვრთნა (IGA)

  1. უნდა გააჩნდეს აირმზიდ გემებზე მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12-თვიანი გამოცდილება.

პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციის საბაზისო წვრთნა (PCB)

 1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის საგემბანე განყოფილების კომპეტენციის სერტიფიკატი; და

2. უნდა გააჩნდეს ყინულით დაფარულ წყლებში 2(ორი) თვის ნაოსნობის სტაჟი ექსპლუატაციის ან უფრო მაღალ რანგში, რომელთაგან 1 (ერთი) თვე უნდა იყოს პოლარულ წყლებში ნაოსნობა.

პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციის სპეციალიზებული წვრთნა (PCA)

 1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის საგემბანე განყოფილების კომპეტენციის სერტიფიკატი; და

2. უნდა გააჩნდეს ყინულით დაფარულ წყლებში 12(თორმეტი) თვის ნაოსნობის სტაჟი ექსპლუატაციის ან უფრო მაღალ რანგში, რომელთაგან 3 (სამი) თვე უნდა იყოს პოლარულ წყლებში ნაოსნობა.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ძველი ბზის გადაგდება არ შეიძლება - რა უნდა ვიცოდეთ დღესასწაულის შესახებ
ელექტრონულ ჟურნალში ახალი ფუქნციონალები შეიქმნა რესურსცენტრის თანამშრომლებისთვის - დეტალებს სამინისტრო ასაჯაროებს
როდის გახდება ცნობილი ტესტის ნიმუში, აღწერა და სხვა დეტალები
თითოეული პირველკლასელი 100 ლარს მიიღებს - ბიუჯეტი
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება