სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

14 და 15 წლის გოგონებზე ძალადობაში მამა და მამინაცვალი არიან ბრალდებულნი - საქმე სკოლის დირექტორის ინფორმაციის საფუძველზე აღიძრა
06-04-2023
-
+


კახეთში არასრულწლოვნების გაუპატიურების კიდევ ორი ფაქტი დაფიქსირდა. ერთ შემთხვევაში, საქმე ეხება 15 წლის გოგონას, რომელზეც ადგილობრივების თქმით, სექსუალურად, სავარაუდოდ, მამამ იძალადა, ფაქტის შესახებ კი სამართალდამცავებს სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა. დირექტორი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ საეჭვო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ყველა შესაბამის უწყებას აცნობა.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, 14 წლის მოზარდის გაუპატიურებაში მამინაცვალია ბრალდებული.

ორივე ფაქტზე სავარაუდო დამნაშავეები დაკავებული არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო. უფრო კონკრეტულად, უწყების ცნობით, მამის მიერ შვილის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტზე გამოძიება 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის გაუპატიურებას, მამინაცვლის მიერ გერის მიმართ ჩადენილი ქმედების ფაქტზე კი - 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა 138-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის გაუპატიურებას და ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება