სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლებაში არსებული მთავარი მიღწევები და გამოწვევები -2022 წლის შედეგებზე ინფორმაციას განათლების კომიტეტი ავრცელებს
07-04-2023
-
+


პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გაასაჯაროვა და გასული წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებსა და მთავრ გამოწვევებზეც ისაუბრა. 

საანგარიშო პერიოდში, კომიტეტი აქტიურად ახორციელებდა კანონშემოქმედებით საქმიანობას, მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა, ავტორიზაციის პროცესის გაუმჯობესების გზით;
  • უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა, კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის მეშვეობით;
  • მასწავლებელთა პროფესიის პოპულარიზაცია და აღნიშნული პროფესიის დასაუფლებლად ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს სტუდენტებისთვის სწავლის პარალელურად მასწავლებელთა მომზადების 60- კრედიტიანი პროგრამის გავლის შესაძლებლობის მიცემას;
  • სპეციალური მასწავლებლების მსურველებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა და სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საკანონმდებლო საფუძვლების შემუშავება;
  • დაწყებითი განათლების საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის ცვლილება.

საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა აქტიურად გამოიყენა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინსტრუმენტები, მათ შორის, თემატური მოკვლევა განხორციელდა შემდეგ საკითხებზე:

  • სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში;
  • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლა;
  • ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება