სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეებმა სპექტაკლი - „იავნანამ რა ჰქმნა“ გაითამაშეს
29-03-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებისა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებმა სპექტაკლი - „იავნანამ რა ჰქმნა“ გაითამიშეს, რომლის სცენარის ავტორი, რეჟისორი და დეკორატორი პედაგოგი მარი თაბაგირი გახლდათ.

მოსწავლეებმა სპექტაკლზე მუსიკალური ნომრები შესანიშნავად შეასრულეს - იცეკვეს, სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე - სალამურსა და ფანდურზე დაუკრეს და ხალხური სიმღერები შეასრულეს.

მათ სამსახიობო ნიჭი, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

ღონისძიებაში პედაგოგიც აქტიურად მონაწილეობდა. მან სხვადასხვა მწერლის სიტყვები ერთად შეკრა და ემოციურად წარადგინა.

სპექტაკლის ქორეოგრაფი ნათია ხუჭუა იყო, ხოლო სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელი - ნინო ბიბილური გახლდათ. 

სცენარის ავტორი - კლასის პედაგოგი მარი თაბაგირი აღნიშნული დღის ემოციებს გვიზიარებს და ღონისძიების თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდის.

„მახსოვს, როცა პირველად, ბავშვობაში, იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“ წავიკითხე, ჯერ თვალებიდან კოკისპირული წვიმა წამოვიდა, შემდეგ კი ემოციის ელჭექი დიდხანს გამყვა. ჩემი მეხუთეკლასელების გულებამდეც დედის იავნანასავით მივიდა ამ ნაწარმოების ემოცია და შთაბეჭდილებების ერთად შეგროვებამ სცენისკენ გვიბიძგა.

ისევ თავიდან დამიბრუნდა ბავშვობის ემოცია, როცა სცენაზე ჩემი პატარა მსახიობები ავიდნენ. არ ვაჭარბებ, თითოეული და ყველა ერთად იმ თეატრალურ დასს წარმოადგენდნენ, პლასტიკა, მეტყველება, სამსახიობო ოსტატობა რომ დახვეწილი და გათვითცნობიერებული აქვთ. მაყურებლის ემოცია თუ ოვაციაც ამასვე ადასტურებდა.

სპექტაკლის სცენარის ავტორი, რეჟისორი და მხატვარ- დეკორატორი მე გახლდით. იაკობ გოგებაშვილის, ნოდარ დუმბაძისა და გიორგი ლეონიძის დიდებული, გულძარღვიანი სიტყვები სამშობლოსა და დედაზე ერთად, ლამაზ თაიგულად შევკარი და დიალოგში ჩავაქსოვე. ამიტომაც, რა ემოცია გაუძლებდა ჩვენი დიდი კლასიკოსების მომნუსხველ სიტყვებს. ამ ყველაფერს თან ახლდა ქართული „სამაია“, „დაისი", „ილოური“ და სპექტაკლის ქორეოგრაფის ნათია ხუჭუას შემოქმედებითი მუხტი. ცეკვას მუსიკა ცვლიდა, შეუდარებელი ქართული „იავნანა“ გრძნობის სიმებს არხევდა და ხალხური სიმღერების, სალამურისა და ფანდურის ჟღერადობა სულში იღვრებოდა. სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელის, უნიჭიერესი ნინო ბიბილურის შემოქმედებითი შრომის შედეგმა ჰარმონიით აავსო სცენაც და მაყურებელიც.

სპექტაკლის განმავლობაში ვღელავდი, ჩემი პატარა მსახიობების განცდებს დარბაზიდან ვპასუხობდი და, როცა ქეთო მაგდანთან დაბრუნდა და დედა იცნო, მხოლოდ მაშინ გავაპარე თვალი მაყურებლისკენ და არც გამკვირვებია, ნახევარი დარბაზი ცრემლს იწმენდდა.

ამ ემოციური დღისთვის უღრმესი მადლობა სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლალი მელივას, რომელიც თითოეული პედაგოგისთვის დიდი მეგობარი და გულშემატკივარია. მისი ხედვის უნარი კი ჩემთვის უძვირფასესია.

ალბათ დიდხანს გაგვყვება ეს ემოცია მე და ჩემს მსახიობებს, რომლებიც ხვალიდან ისევ კლასებში დამხვდებიან და ახალი სიცოცხლით ამავსებენ.

სცენიდან ნათქვამს ისევ გავიმეორებ, „იავნანა“ დედაშვილობის ჰიმნია, დედისა და შვილის ყველაზე უანგარო სიყვარულის ამოძახილი. იმ სიყვარულის, სამყაროს ღერძს რომ წარმოადგენს. აბა, ყური დაუგდეთ ქართულ „იავნანას“, თითქოს დედის ხმაში ზეციური სინარნარე არხევს სიმებს. ვერცერთი ლოტბარი ამ გრძნობით ვერ იმღერებს, ვერცერთი მგალობელი ამ ბგერას ვერ გამოსცემს...

და ბოლოს, „დედა მარტო დედა არაა. ყველაფერია, რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის“.

სოფო მასწავლებელო მადლობა ფოტოებისათვის. მადლობა, ჩემო პატარა მსახიობებო, მშობლებო, კოლეგებო! კიდევ ბევრი სპექტაკლი გველოდება წინ!“, - ამბობს პედაგოგი. 

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:














კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებლები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

რეგისტრაცია 5 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი - რომელ აბიტურიენტებს ეხება სამინისტროს ინფორმაცია

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება