სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჯარის გადავადება 10 000 ლარი დაგიჯდებათ - სავალდებულო სამხედრო სამსახურში სტუდენტებსაც გაიწვევენ
01-03-2023
-
+


სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება პირს მხოლოდ ერტხელ შეეძლება და მისი ღირსებულება 10 000 ლარამდე იზრდება -  აღნიშნულის შესახებ,  „თავდაცვის კოდექსის“ პროექტში წერია, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით დღეს განიხილა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვლება სახელი და ეწოდება - „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“.

იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება. კერძოდ, 12-თვიანი ვადის ნაცვლად შემოთავაზებულია სამსახურის დიფერენცირებული ვადები: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე. გაწვევა განხორციელდება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. აღნიშნული სიახლეების ამოქმედება იგეგმება 2025 წლის პირველი იანვრიდან.

სიახლეს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობა. კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, შესაძლებელია დაექვემდებაროს შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ასეთ შემთხვევაში, მას საკუთარი სურვილით შეეძლება შეარჩიოს და გაიაროს სამხედრო სამსახურის გავლის ერთ-ერთი ფორმა - 6, 8 ან 11 თვის ხანგრძლივობით, ან ჩაირიცხოს შესაბამის სამხედრო მომზადების პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ ზაფხულის პერიოდში შეკრებების გავლას.

გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და 2000 ლარის ნაცვლად (18 თვით გადავადებისათვის) განისაზღვრა 10 000 ლარით, ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის უფლების გამოყენება პირს ექნება მხოლოდ ერთხელ.

გაიზრდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრა-დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში დაწესებული კომპენსაციის ოდენობა და იგი, ასევე გავრცელდება სამინისტროს სისტემის სამოქალაქო პირებზე.

პროექტით 2024 წლიდან სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედრო მოსამსახურეთათვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების მშენებლობა.

კოდექსი სრულიად ახლებურად და თავდაცვის მიზნებზე მორგებულს ხდის სამხედრო რეფორმას, ასევე, აწესებს სამხედროებისათვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს და ქმნის თავდაცვის ორგანიზების და ნატოსთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„გაიზარდა საშუალო ხელფასი... 2020 წლიდან ანაზღაურება გაორმაგებულია“

აპლიკანტებმა საბოლოო არჩევანი 9 ივნისის ჩათვლით უნდა დაადასტურონ - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

ანაზღაურება 2880 ლარია - ახალი კადრების მისაღებად ვაკანსია მანდატურის სამსახურმა გამოაცხადა

სასწავლო გეგმა, ინტერვენციების დაგეგმვა... - პედაგოგებისთვის მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებლებისთვის ელექტრუნულ ჟურნალში მუშაობის და ცვლილებების შეტანის ვადა იწურება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება