სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფეხბურთელთა გუნდი სუპერლიგის მეოთხედფინალში გადავიდა
23-04-2018
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფეხბურთელთა გუნდი სუპერლიგის მეოთხედფინალში გადავიდა და საუკეთესოს ტიტულისთვის ბრძოლას ღირსეულად აგრძელებს.

თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასკვნითი, მეცხრე  ტური გაიმართა, სადაც კსუ-ს ფეხბურთელები, საქართველოს უნივერსიტეტის ნაკრებს დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა პირველივე წუთებიდან კსუ-ს უპირატესობით წარიმართა და მატჩი უხვგოლიანი გამოდგა. მეტოქის კარი მეოთხე წუთზე ნიკოლოზ გორდულაძემ, მეშვიდე და მეთხუთმეტე წუთზე დავით ხარაზმა და მეათე წუთზე გიორგი ცერცვაძემ დალაშქრეს. ოთხი უპასუხო გოლის შემდეგ, მეტოქემ პირველი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა უნივერსიტეტის ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვეს და ირაკლი ჯანხოთელმა, ზურაბ ფიჩხაძემ და თევდორე მაყაშვილმა, თითო-თითო გოლიც გაიფორმეს ანგარიშზე.

შეხვედრის დასრულებამდე ანგარიში 7:5 კსუ-ს სასარგებლოდ გახლდათ, თუმცა, ბოლო წუთებში მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა, ერთი ავტო გოლიც გაიტანა, რის შემდეგაც, სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა და საბოლოო ანგარიში 8:5 დაფიქსირდა.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კი კსუ-ს თავდამსხმელი - ზურაბ ფიჩხაძე დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ გუნდის მწვრთნელი ილია მოდებაძე გახლავთ. სუპერლიგის მეოთხედფინალური მატჩები 29 აპრილიდან განახლდება, სადაც ფინალში მოსახვედრად, კსუ-ს ფეხბურთელები -  პსპ-ს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება