სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეიქმნება პედაგოგთა ერთიანი სახელფასო პოლიტიკა - გაიზრდება სადამრიგებლოს დანამატიც - რა წერია ოფიციალურ წერილში
27-02-2023
-
+


ბოლო პერიოდში პედაგოგიურ საზოგადოებაში გააქტიურდა მასწავლებლებისთვის სადამრიგებლოს დანამატის გაზრდის მოთხოვნის საკითხი, თუმცა როგორც ირკვევა, ამაზე განათლების სამინისტრო პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან ერთად უკვე მუშაობს.

ამის შესახებ etaloni.ge უკვე წერდა და როგორც პროფკავშირის ხელმძღვანელი, მაია კობახიძე განმარტავს, შქმნეს საკონსულტაციო საბჭო საგნობრივი დისციპლინების მიხედვით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაზრდის საკითხი გაააქტიურეს რამდენჯერმე, „მათ შორის 2022 წლის ოქტომბრიდან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები“.

ვრცელდება ამონარიდი განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ მახარაშვილის მიერ პროფკავშირისთვის გაგზავნილი წერილიდან, სადაც ნათლად ჩანს, რომ ოფიციალური სტრუქტურა მუშაობს პედაგოგთა ერთიანი სახელფასო პოლიტიკის შექმნაზე:

„მოგეხსენებათ, ამჟამად სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მუშავდება მასწავლებელთა ერთიანი სახელფასო პოლიტიკა, რაც, ასევე, მოიცავს სადამრიგებლო დანამატის გაზრდის საკითხსაც. აღნიშნული საკითხი მეტად აქტუალურია და მსჯელობა აღნიშნულ თემაზე გაგრძელდება 2023 წელს“ .... „სამინისტროსა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს შორის არსებული მრავალწლიანი კონსტრუქციული თანამშრომლობის პრაქტიკა გაგრძელდება მასწავლებელთა კეთილდღეობისა და ღირსეული სახელფასო ანაზღაურების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში“, - აღნიშნავს წერილში თამარ მახარაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება