სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქეთევან ციხელაშვილი ესტუმრა
20-04-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. მინისტრს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა. შეხვედრას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 

ქეთევან ციხელაშვილმა იმ საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს ეხება და მიზნად ისახავს მათ ინტეგრაციას ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში. ეს შეეხება როგორც ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, ასევე საგანმანათლებლო სივრცეში დაგეგმილ სიახლეებს; განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც გულისხმობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირთათვის განათლების მიღების გამარტივებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი პროექტი სრულად არის მორგებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და კომპლექსურადაა გააზრებული მისი ინპლამენტაცია. კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებსაც აქვთ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ნეიტრალური დოკუმენტების არმქონე პირებსაც, შესაძლებლობა ექმნებათ სკოლამდელ, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში პირადი ნომრის საფუძველზე ჩართვა. შესაბამისად, გამარტივდება განათლების სისტემაში ცალკეულ სახელმწიფო სერვისებზე წვდომა, სამივე საფეხურის საჯარო დაწესებულებებში ელექტრონული რეგისტრაცია და ჩარიცხვა. ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ელექტრონული რეგისტრაცია და ჩარიცხვა; საგანმანათლებლო/სამეცნიერო-კვლევითი გრანტების მიღება და ა.შ.

ასევე მნიშვნელოვანია და გარკვეულწილად ამ პროექტის წარმატებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც ოსურ და აფხაზურენოვან აბიტურიენტებს აღარ მოუწევთ უნარების ჩაბარება. ცნობილია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ აბიტურიენტებს უჭირთ უნარების გამოცდების ჩაბარება აფხაზურ და ოსურ ენებზე. შესაბამისად საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ ცვლილებების შედეგად, ამიერიდან უნარების ტესტის ნაცვლად, ისინი აფხაზური და ოსური ენების გამოცდების ჩაბარებას შეძლებენ და ისარგებლებენ „1+4 პროგრამით“. მომავალი წლიდან კი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ნებისმიერ პირს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას სთავაზობს. რაც შეეხება ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მკვლევარებსა და მეცნიერებს, შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კვლევით და საგრანტო კონკურსებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 

შეხვერდა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მოიწონეს მთავრობის ახალი ინიციატივა და აღნიშნეს, რომ ამ პროექტის წარმატებით განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება